გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 12, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქართველი მთამსვლელების წარმატებული ექსპედიცია ჰიმალაებზე

9-05-2019

საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის გუნდი მორიგი წარმატებული ექსპედიციიდან ბრუნდება. ახალგაზრდა მთამსვლელები ზურა კვესტაძე და ბექარ ფაჯიშვილი ჰიმალაების ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმული მთის - ამა დაბლამის წვერზე ავიდნენ. წელს ამ მწვერვალზე, ქართველებამდე, მხოლოდ ორმა ჯგუფმა მოახერხა ასვლა.


დასავლეთში 6812 მეტრის სიმაღლის მთას ჰიმალაების მატერჰორნს უწოდებენ, ადგილობრივები კი დედის ყელსაბამს. ხელების მსგავს ორ ფერდს შორის არსებული მყინვარი მათ ქალის ყელსაბამიან ყელს აგონებს. აღნიშნულ მთაზე ექსპედიცია ქართველი მთამსვლელებისთვის უდიდესი გამოცდილება იყო.


ზურა კვესტაძემ და ბექარ ფაჯიშვილმა 2017 წელს, ბიძინა გუჯაბიძის გუნდის შემადგენლობაში, უშბაზე მარშრუტი ხარაკტერნიკი გაიარეს, რის გამოც წლის საუკეთესო ასვლის ჯილდო ოქროს წერაყინი მოიპოვეს. 2018 წლის ზამთარში კი გამორჩეულად რთული ასვლა განახორციელეს ჭაუხში ასათიანის სვეტის მარშრუტზე.



1tv.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031