გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები შოუბიზნეს დაიჯესტი
ეკა ხოფერიას ვაჟს ბაკურიანში სრიალისას ქალი დაეჯახა და ბარძაყის ძვალი მოტეხა

6-02-2018

ეკა ხოფერია აქვეყნებს ვიდეოს, სადაც მის ვაჟს, ნიკოლკას გამოჯანმრთელებას უსურვებენ. როგორც ტელეწამყვანი წერს, ბაკურიანში სრიალისას ნიკოლკას „ჩაინიკი დეიდა“ დაეჯახა, თუმცა ახლა ყველაფერი კარგად არის.

ეკა ხოფერია აღნიშნავს:


„ნიკოლკა უკვე კარგად არის, ნელ-ნელა მივიწევთ წინ. ვინც არ იცის, ბაკურიანში ერთი „ჩაინიკი“ დეიდა დაეჯახა და ბარძაყის ძვალი მოტეხა. რომ ვამბობდი, „აილეწა“-მეთქი ( იმ საათებში, აბა, სიტყვებს როგორ შევარჩევდი), მიპროტესტებდა, კი არ ავილეწე, დიდი დეიდა დამეჯახაო. მაგის გარკვევის არც თავი და არც გარჩევა არც მაშინ და არც ახლა არ მაქვს. დარწმუნებული ვარ, ის ქალიც განიცდის. ბედად, ყველა იქ ვიყავით ყველა და დიდი მადლობა ყველა ჩემს მეგობარს, „კოხტა კუდების“ ფანტასტიკურ ხალხს და არაჩვეულებრივ ბავშვებს, იაშვილის კლინიკის უმაგრეს გუნდს, „ევექსს“ და ჩემს Natia Nutsubidze-ს, ამ მიზეზით 4-5 დღე ვერ გპასუხობთ და საქმეებსაც 4-5 დღეში, ტრადიციულად, ტალღისებურად შევუტევთ.


მეგობრებო, მადლობა თანადგომისთვის და მინდა, უკლებლივ ყველა თქვენგანის შვილი იყოს ჯანმრთელად, ჯანზე, ბედნიერად და გარშემორტყმული კარგი და ლაღი ადამიანებით! მიყვარხართ…“

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031