გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირების საქმეზე განხილვა გადაიდო

6-02-2018

დემირელის სკოლის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირების საქმეზე  თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი გადაიდო.

მისი საქმის განხილვა 19 თებერვალს განახლდება, მანამდე კი ჩაბუქი პატიმრობაში რჩება.

„თურმე თურქული მხარის პოზიციიდან გამომდინარე, ეს არის ტერორისტული ორგანიზაციები, სადაც არიან დამსაქმებლები, საქართველოში თურმე ყოფილან იმამები, რომლებიც გასცემენ განკარგულებებს ტერორისტული ორგანიზაციის მოქმედებასთან დაკავშირებით და ამას სრულიად იზიარებს საქართველოს პროკურატურა, ხელისუფლება და აპირებს მუსტაფა ემრე ჩაბუქის გადაცემას. რა საოცარი პროცესის მომსწრე ვარ და პირდაპირ შეიძლება ითქვას, სამარცხვინოსიც, იმ პოზიციისა, რასაც პროკურატურა აყალიბებს, ეს არის თავის მომჭრელი ჩვენი ქვეყნისთვის საერთაშორისო ასპარეზზე” - განაცხადა ადვოკატმა, ლევან სამუშიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930