გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„გადაწყვიტეს ჭერის დეფექტი ნათურებით დაემალათ“ - მეტრო „ვარკეთილის“ მუშის სკანდალური განცხადება

6-02-2018

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარემონტო სამუშაოებში მონაწილე ერთ-ერთი მუშა დავით ტაბახმელაშვილი, "კურიერთან" საუბარში აცხადებს, რომ სამუშაოები დარღვევებით შესრულდა და ის თავიდანვე ნგრევისთვის იყო განწირული. 

„კურიერის“ ინფორმაციით, ტაბახმელაშვილი „ყვარელრემმშენის“ დაქირავებული მუშა იყო .

ტაბახმელაშვილი ამბობს, რომ დარღვევების შესახებ მუშებმა კომპანია გააფრთხილეს, თუმცა სანაცვლოდ კომპანიამ მუშებს ამ ამბის დამალვა მოსთხოვა.

„სიმყარე არ ჰქონდა, დასკდა და არ იყო სწორედ გაკეთებული. ზევითა კიბეებიდან თუ დააკვირდებოდით, ძალინ დიდი ტალღოვანობა ჰქონდა და ქანაობდა. მატარებელი რომ მიდიოდა და მოდიოდა ის ქანაობდა, არ იყო მყარად ჭერი გაკეთებული. ის ფიზიკურად ვერ გაუძლებდა... გააკეთეს ნათურები, რითიც დამალეს დეფექტები. ჩვენ შემოგვთავაზეს, რომ ხელახლა დაგვეშპაკლა, თანხის მომატებაც შემოგვთავაზა, მაგრამ ჩვენ უარი განვაცხადეთ იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს გარდა კიდევ შვიდი კაცი მუშაობდა და ჩვენ ვთქვით, რომ არ გვიღირდა იქიდან გამომდინარე, რომ ეს დაკიდებული ჭერი ამხელა მოცულობას, მასას და ცარცს ვერ გაუძლებდა... შეიძლებოდა უფრო მალე ჩამონგრეულიყო, ვიდრე ეს ტრაგედია დატრიალდებოდა.

ყველაზე საშინელი მდგომარეობა ჭერის დეფექტი იყო. ვერაფერი ვერ უშველეს, ვერც შპაკლით, ვერც ფრანგული ჭერით და გადაწყვიტეს მერე უბრალოდ ნათურებით დაემალათ და მოახერხეს კიდევაც ეს ყველაფერი, მთელი 400 ცალი ნათურა გააკეთეს. რო შეხედავდი თვალს გჭრიდა ეს ნათურა და დეფექტს ვერანაირს ვერ დაინახავდი, მაგრამ შედეგი ცხადია .

მერიიდან არავინ მოსულა, არც ერთი კონკრეტული პირი, არც ერთი ექსპერტი მე აქ არ მინახავს . მთელი 5 თვე მე აქ ვმუშაობდა და მთელი ღამე აქ ვიყავი. სამუშაოები ვარკეთილში უფრო ადრე დამთავრდა, ვიდრე გლდანის მეტროში " აცხადებს ტაბახმელაშვილი "კურიერთან" საუბარში.

ტაბახმელაშვილი ამტკიცებს, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მსგავასად რთული ვითარებაა მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“, სადაც იგივე პრინციპით დაამონტაჟეს ჭერი ესკალატორის თავზე.




info9.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031