11-05-2019
სამეფო კარის თამაშების მსახიობი, მეის ტაირელის როლის შემსრულებელი, როჯერ ეშტონ-გრიფიტი თბილისშია.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა მისი და ჯიმ სტარჯესის ერთობლივი ფოტო, რაც იმას ნიშნავს, რომ გრიფიტი თბილისს სამუშო ვიზიტით სტუმრობს.
ჯერ კიდევ 7 მაისს გახდა ცნობილი, რომ რომანტიკული კომედიის One Day-ს ვარსკვლავი, ჯიმ სტარჯესი თბილისში ჩამოვიდა. მასთან ერთად დედაქალაქს სტუმრობს კიდევ ორი მსახიობი, ანტონია კემპბელი და რონა მიტრაც.
გავრცელებული ფოტოების საფუძველზე კი უკვე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს ოთხი მსახიობი მონაწილეობას იღებს რეჟისორ გიგა აგლაძის ახალ ფილმში.
აგლაძე ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს.
13-01-2025