გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: სააკაშვილი ემიგრანტებს ფულს სთხოვს, თავად კი ფლორიდაში ძვირადღირებულ ვილებს ყიდულობს

13-05-2019

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საერთაშორისო დონის თაღლითობა და იშვიათი თავხედობაა ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ევროპის სხვადასხვა ქალაქში ხვდება ქართველ ემიგრანტებს და მათ ფულს სთხოვს, თავად კი ფლორიდაში ძვირადღირებულ ვილებს ყიდულობს, სავარაუდოდ, კორუფციული გარიგებებით ნაშოვნი თანხით.

,,აქვე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საუბარია იმ ადამიანებზე, ვინც მძიმე შრომით ირჩენს თავს და არჩენს ოჯახებს საქართველოში, მათ სთხოვს სააკაშვილი ფულს პოლიტიკური საქმიანობისთვის. ის სკანდალშია გახვეული და ხელისუფლების მიმართ გამოთქმული აბსურდული ბრალდებებით ცდილობს ამ სკანდალის გადაფარვას“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ამ თავხედობას ამომრჩეველი კიდევ ერთხელ უპასუხებს 19 მაისს და მხარს არ დაუჭერს პოლიტიკურად გაკოტრებულ ძალას, რომელიც ქვეყანას წარსულში დააბრუნებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930