გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივლისი 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სამცხე - ჯავახეთის სატყეო სამსახურის ერთ-ერთი სატყეო უბნის სპეციალისტი სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ამხილეს

14-05-2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, მხილებულია სსიპ "ეროვნული სატყეო სააგენტოს" სამცხე - ჯავახეთის სატყეო სამსახურის ერთ-ერთი სატყეო უბნის სპეციალისტი.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომლის კომპეტენციაშიც შედიოდა სამოქმედო ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის უფლების განხორციელებაზე კონტროლი და უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების აღმოჩენა, საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ, ერთ - ერთ ფიზიკურ პირს მიანიჭა უპირატესობა და მისცა საშუალება, რათა ამ უკანასკნელს სატყეო უბნის ტერიტორიაზე, კანონდარღვევით მოეპოვებინა ნაძვის ნერგები.


აღნიშნული დანაშაულისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332 - ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულია სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 3 წლამდე ვადით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031