გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ედიშერ გვენეტაძე ნაციონალურ მოძრაობაზე: საკუთარ თავზე მაქვს განცდილი ყველა ის უბედურება, რაც კონკრეტულად ამ კაცთომოძულე ძალამ დააატეხა თავს 2012 წლის სექტემბერში ჩემს ოჯახს

14-05-2019

ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში დავით უსუფაშვილის მიერ შალვა შავგულიძის მხარდაჭერასთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს.


"ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ყოფილი რეპუბლიკელი და ახლა "მშენებელი" ბნი დავით უსუფაშვილი მთაწმინდაზე მხარს უჭერს იმ ძალას, რომელმაც დეპუტატობის კანდიდატად წამოაყენა ბნი შალვა შავგულიძე. ანუ გამოდის, რომ დემოკრატიისათვის თავდადებული მებრძოლი მხარს გაუმაგრებს, დემოკრატიის გაცხადებულ მტრებს "ევრონაცებს"


ბედის ირონიაა ის, რომ ბატონი დავითისთანა გამოცდილი პოლიტიკოსი თანადგომას უცხადებს ფაქტობრივად იმ ძალას, რომელმაც გაანადგურა და იავარქმნა იმ ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში ქართული დემოკრატიის მზარდი ნორჩი ყლორტები.


რომელთაც ფეხქვეშ გათელეს ადამიანის ელემენტარული უფლებები და რომლის წინააღმდეგაც თავად იბრძოდა ბნი დავითი წლების განმავლობაში. სხვის ნაუბარზე რა უნდა ვთქვა..... საკუთარ თავზე მაქვს განცდილი ყველა ის უბედურება, რაც კონკრეტულად ამ კაცთომოძულე ძალამ დააატეხა თავს 2012 წლის სექტემბერში ჩემს ოჯახს, რაც კონკრეტულად გამოიხატა მუქარით მისი წევრების ფიზიკურად ამოწყვეტის შესახებ. და რომ არა 1 ოქტომბერი, ალბათ სისრულეში ექნებოდათ მოყვანილი დღეს უკვე ცხვრის ქურქში გახვეულ მგლებს მათივე დანაპირები.


ბნო დავით პოლიტიკოსი ბრძანდებით და ჩვეულებრივი ამბავია, რომ მოახლოებული არჩევნების წინ მოსინჯოთ ცალკეულ პოლიტიკური ძალებთან შესაძლო ალიანსების პერსპექტივა მომავალი პოლიტიკური ბატალიებისათვის. და ეს სავსებით გამართლებულად მიმაჩნია, მაგრამ ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, რომ თქვენისთანა, დემოკრატიისათვის მებრძოლი კაცი დემოკრატიის დამსამარებლებთან და ქართული პოლიტიკის შავბნელ ძალასთან თუ დაიწყებდა პოლიტიკურ კეკლუცობას.


აი ეს არის ჩემო ჰორაციოს თქვენგან საკვირველი და სწორედ ამიტომ ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ", - წერს ედიშერ გვენეტაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031