გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივნისი 07, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისში 12 ადამიანის მოწამვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

7-02-2018

თემქაზე 12 ადამიანის მოწამვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 
შემთხვევის სავარაუდო მიზეზად გაზით ინტოქსიკაცია სახელდება, შესაბამისად, მოკვლევა გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს. 
საცხოვრებელ კორპუსში, სადაც აღნიშნული ფაქტი დაფიქსირდა გვიანობამდე "ყაზტრანს გაზის" თანამშრომლები მუშაობდნენ. 
დაშავებული 12 ადამიანიდან ინტოქსიკაციის დიაგნოზით 6 საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. დაზარალებულთა შორის 4 მცირეწლოვანი ბავშვია, რომელთა ასაკიც 2-დან 6 წლამდეა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30