გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხვალ თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

14-05-2019

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, დედაქალაქის ნაწილში 15 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

საბურთალოს რაიონი
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), მიხეილ ასათიანის, სულხან ცინცაძის, საბურთლოს, ბახტრიონის, გოძიაშვილის, კოსტავას (ნაწილობრივ), ვაშლოვანის, ეკალაძის და კობახიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, სოფელი ლისის, სოფელი ქვემო ლისის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ფერმწერთა, ბიწაძის და ავთო ვარაზის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ქსნის, ჩარგლის, ქვიშხეთის, ვახტანგ მახალდიანის, ცოტნე დადიანის, ხუდადოვის, არჩილ ქურდიანის, თოფურიძის, ვალენტინის, ზაქარაიას, ლალიონის, ეროსი მანჯგალაძის, რკინიგზის, ზაქრაძის, სანზონის, გუდამაყრის, გურამიშვილის და ღრმაღელეს ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მეურნეობის, ვარკეთილის მასივის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 I, III, IV კვარტლების, ვარკეთილი-3 ,,დ’’ ქუჩის, სოფელი დიდი ლილოს, სამგორი-2 დასახლების, კახეთის გზატკეცილის, იუმაშევის, თვალჭრელიძის, მაისურაძის, მიხეილ გახოკიძის და შუამთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), წინანდლის (ნაწილობრივ), მღვდელი თეოდორე ჩიხლაძის, ნიორაძის, ქურხულის, ხახანაშვილის, ვაჟა ივერიელის (ნაწილობრივ), კვეზერელი-კოპაძის, ახმეტის და გუთნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რაზიკაშვილის, გედევანიშვილის, რუისის, საინგილოს, ფშავის, კვალეთის, სამრეკლოს, კაიშაურის, რუისპირის, ახალუბნის, ნაქერალას, შაქრიანის, გუმბრის და ოძისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევნ წამებულის გამზირის (ნაწილობრივ), წინანდლის (ნაწილობრივ), აწყურის, ლეხ კაჩინსკის, ვაჟა ივერიელის (ნაწილობრივ) და კასპის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), სანაპიროს, დგებუაძის და უზნაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930