გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ახალციხეში თამარობა საზეიმოდ აღნიშნეს

14-05-2019

თამარ მეფის ხსენების დღე -14 მაისი, ახალციხეში საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს.


სახელმწიფო რწმუნებულმა სამცხე-ჯავახეთში ბესიკ ამირანაშვილმა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ,  სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, თამარ მეფის ძეგლი გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს.


დღესასაწაულთან დაკავშირებით, ახალციხის მერიის კულტურის სამსახურისა და მე-2 საჯარი სკოლის ერთობლივი ორგანიზებით, საინტერესო ღონისძიება გაიმართა.  სკოლის მოსწავლეებმა  სტუმრებს სახელოვანი მეფის ეპოქა გაახსენეს, წაიკითხეს ქართველი კლასიკოსების მიერ თამარ მეფეზე დაწერილი ლექსები და საინტერესო ისტორიული ჩანაწერები, სკოლასთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „სამცხემ“ ქართული ხალხური ცეკვები შეასრულა.


შეკრებილებს დღესასწაული მიულოცეს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, დეკანოზმა მამა სტეფანე ნადირაძემ, მე-2 საჯარო სკოლის დირექტორმა ბელა გვრიტიშვილმა, სკოლის პედაგოგმა ირმა გოგატიშვილმა და სხვებმა.


ღონისძიებას სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლები, საჯარო სკოლების მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ. 

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2019    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031