გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კონგრესმენი: აშშ-ს კონგრესი მხარს უჭერს საქართველოს და ეს საკანონმდებლო დონეზეც ვაჩვენეთ

7-02-2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებს - ტედ პოს და ჯერი კონოლის შეხვდა.

 

 შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების, ასევე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის შესახებ ისაუბრეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კონგრესმენებს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა მეგობართა ჯგუფის საქმიანობის მნიშვნელობა.

 

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოს წვლილს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ყურადღება გამახვილდა ნატო- მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე.

 

საქართველოს პარლამენტის თამჯდომარე, ამერიკის შეერთებულ შტატებში  პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კონგრესის წევრებს ხვდება. ვისაუბრეთ იმაზე, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა ძლიერდება. საქართველო მიისწრაფის დასავლეთისკენ და ეხმარება ამერიკის შეერთებულ შტატებს და ნატოს სხვა წევრ ქვეყნებს, მაგალითად, ავღანეთში. განვიხილეთ საერთო საკითხები. შეხვედრა დავტოვეთ იმ რწმენით, რომ საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები ახლო მეგობრები და მოკავშირეები არიან. შეერთებული შტატების კონგრესი მხარს უჭერს საქართველოს და ეს საკანონმდებლო დონეზეც ვაჩვენეთ. მივიღეთ არა ერთი რეზოლუცია. უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების საკითხზე მორიგი რეზოლუცია მივიღოთ, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი ჩვენი საერთო ინტერესები“,- განაცხადა ტედ პომ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930