გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
(+18) "მამაკაცის გაუპატიურებისთვის პირველ ჯერზე 20, მეორედ კი 35 ლარი გადამიხადეს"-ვანო მერაბიშვილის "შტატიანი გამაუპატიურებლის" აღიარება

15-05-2019

საქართველოს ერთ-ერთი კუთხე, რომელმაც სააკაშვილის ხელისუფლების დროს რეჟიმის სისასტიკე ყველაზე მწარედ იწვნია, სამეგრელოა.


ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ზუგდიდში აღმოჩენილმა კადრებმა სრულიად საქართველო შეძრა.


აღნიშნულთან დაკავშირებით, სააკაშვილის ხელისუფლების დროს, სისხლის სამართლის საქმეში არსებული საბუთებითა და ბრალდებულების ჩვენებით ირკვევა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის სამმართველოს პოლიციელებისა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისაგან შექმნილი ჰქონდა დაჯგუფება, რომლის წევრებიც უკანონოდ აპატიმრებდნენ ადამიანებს და სასურველი ჩვენების მიღების მიზნით, წინასწარ აშენებულ მიწისქვეშა სახლებში აწამებდნენ მათ და აუპატიურებდნენ. დაკავებულის გასაუპატიურებლად კი ადამიანს ქირაობდნენ, რაშიც მას ფულს უხდიდნენ.


საქმის მასალებში, ე.წ. „გამქათმებელი" თ.უ. დეტალურად ჰყვება, როგორ მიიყვანეს ის „სამართალდამცავებმა“ მიწისქვეშა სახლში. „პოლიციელებმა“ ე.წ. „გამქათმებელ“ თ.უ.-ს, უკანონოდ დაპატიმრებული დ.ძ-ს გაუპატიურებისთვის 20 ლარი გადაუხადეს, ხოლო ზ.ა.-სთან სქესობრივი კავშირისთვის - 35 ლარი.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დ.ძ.-ს უკანონოდ დაკავება და მასზე ძალადობა 2011 წლის 28 მაისს, ხოლო ზ.ა.-ს უკანონოდ დაკავება და მასთან გაუკუღმართებული ფორმით სქესობრივი კავშირის ფაქტი 2011 წლის 2 აგვისტოს მოხდა.


სააკაშვილის რეჟიმის ზუგდიდელი "გამაუპატიურებლის" აღიარებას უცვლელად გთავაზობთ და ამასთან გაფრთხილებთ, რომ მასალა ძალიან მძიმე წასაკითხია და შესაბამისი ჯანმრთელობის არმქონე პირებს, ვურჩევთ მასალის წაკითხვისგან თავი შეიკავონ:


„2009 წელს, ზაფხულის დასაწყისში, ქალაქ ზუგდიდში მომიხდა ჩხუბი, ჩემთვის უცხო პიროვნებებთან. რა დროსაც ზუგდიდის პოლიციამ დამაკავა და ადმინისტრაციული წესით დამსაჯეს და 10 დღით პატიმრობა და ჯარიმა 100 ლარი მომისაჯეს. ჩემი საქმის წარმოების დროს გავიცანი გამომძიებელი გელა ფეტელავა. რომელმაც პოლიციასთან თანამშრომლობა შემომთავაზა. კერძოდ, სხვადასხვა ინფორმაციის მოტანა დამნაშავე პირებზე. ამაზე მე მას ვუთხარი უარი. რის შემდეგაც მან შემიყვანა თავის უფროსთან კოხტა კოდუასთან, მისსავე სამუშაო კაბინეტში, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის ძველი ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ზუგდიდის პოლიციის შენობაში. კოხტა კოდუას ამ შეხვედრამდე არ ვიცნობდი. კოხტა კოდუამ მითხრა, რომ თუ არ ვითანამშრომლებდი პოლიციასთან უარესი დამემართებოდა. ანუ დამემუქრა დაჭერით. მე შემეშინდა და თანხმობა განვუცხადე. ამის შემდეგ, კოხტა კოდუამ მითხრა, რომ იყო ერთი პიროვნება, რომელსაც სექსუალური კონტაქტი ჰქონდა საკუთარ დასთან. ამ პიროვნებას ბომბი აქვს შემოტანილი და რაღაცის აფეთქებას აპირებსო. ჩვენ მას როცა დავაკავებთ, დაგირეკავთ, შენ უნდა მოხვიდე და „გააქათამო“ ანუ გააუპატიუროო. მე მას დავთანხმდი“ - აცხადებს თ.უ.
თ.უ.-ს ჩვენების მიხედვითვე, გელა ფეტელავასა და კოხტა კოდუასთან შეხვედრიდან ექვსი თვის შემდეგ, მისთვის ორმა უცხო პიროვნებამ სახლში მიაკითხა და უთხრა, რომ ფეტელავას გამოგზავნილები იყვნენ. თ.უ.-მ გამომძიებელ გელა ფეტელავას თვითონვე დაურეკა და შეხვედრაზე შეთანხმდნენ.


„იმ საღამოს მე მივედი გელა ფეტელავასთან სამსახურში, მის კაბინეტში. მან მითხრა, რომ მე ვჭირდებოდი მის უფროსს კოხტა კოდუას და რასაც კოხტა მეტყოდა, ის უნდა გამეკეთებინა, თუ არა და ისევ ციხეში დაგაბრუნებთო. რის გამოც მე მას დავთანხმდი. ამის შემდეგ, შემიყვანა კოხტა კოდუას კაბინეტში, რომელმაც გელა ფეტელავას თანდასწრებით, მითხრა, რომ წამიყვანდნენ ერთ ადგილას, სადაც დამახვედრებდნენ ერთ კაცს, რომელიც მე უნდა გამეუპატიურებინა. ამის შემდეგ, გელა ფეტელავამ ჩამსვა „მერსედესის“ მარკის მანქანაში (ნომერი არ მახსოვს) უკანა სავარძელზე, მანქანის საჭესთან თავად გელა დაჯდა. ჩემს გვერდით უკვე იჯდა პოლიციელი ჩემთვის უცნობი პიროვნება, რომლის სახელი და გვარიც შევეცდები აღვიდგინო მეხსიერებაში დაკითხვის პროცესში. ჩვენ ზუგდიდის ცენტრში დაგვხვდა მეორე მანქანა (მოდელი და სანომრე ნიშანი არ მახსოვს), საიდანაც გადმოვიდა იმ დროისათვის ჩემთვის უცნობი მაღალი სუსტი პიროვნება, რომელიც ჩაჯდა ჩვენი მანქანის წინა სავარძელზე და გამეცნო, როგორც ირაკლი ახალაია. ამის შემდეგ, ჩვენ გავცდით ზუგდიდს, ზუგდიდის გასასვლელში მათ ამიხვიეს თვალები და წამიყვანეს ჩემთვის უცნობი მიმართულებით. მაგრამ, მათი საუბრიდან გამომდინარე მივხვდი, რომ მივდიოდით ანაკლიის მიმართულებით. გზაში მძღოლის გვერდით მჯდომი ირაკლი ახალაია და ჩემს გვერდით მჯდომი მამაკაცი ლაპარაკობდნენ ერთმანეთში, რაღაც თანხის აღებასთან დაკავშირებით და ირაკლი ახალაიამ უთხრა ჩემზე მას, რომ მეც რაღაც თანხას მომიგდებდნენ. მათ ჩემთვის გაურკვეველ ადგილას გააჩერეს მანქანა, გადმომიყვანეს თვალებახვეული და ჩამიყვანეს სადღაც მიწურში. იქ თვალებზე ნაჭერი მომხსნეს და შევამჩნიე, რომ სარდაფივით ოთახში ვიყავი და მითხრეს, რომ მომიყვანდნენ იმ კაცს, რომელიც უნდა გამეუპატიურებინა. ამ ოთახში ჩვენ, - მე, გელა ფეტელავა, ირაკლი ახალაია და კიდევ მესამე პოლიციელი ველოდებოდით აღნიშნულ პირს. რამდენიმე ხანში მათ მოაკითხა ვიღაც სამმა პირმა, რომელთა სახეები არ მინახავს, მაგრამ მესმოდა მათ საუბარი. ისინი ეუბნებოდნენ გელას, რომ დღეს არ გამოვა არაფერიო. ისინი წავიდნენ, მათ გელაც გაჰყვა. მე კი გამოვყევი ირაკლი ახალაიას და მეორე პოლიციელს ისევ თვალახვეულ მდგომარეობაში.


2011 წლის გაზაფხულზე, ზუსტი თარიღი არ მახსოვს, ვიმყოფებოდი სახლში, იქნებოდა უკვე შებინდებული, როდესაც გავიგონე ავტომანქანის დასიგნალების ხმა. გამოვედი გარეთ, სადაც დამხვდა, თუ სწორად მახსოვს, პიკაპის ტიპის მანქანა (ნომერი არ ვიცი), რომლის საჭესთან იჯდა ირაკლი ახალაია. ეს ის ახალგაზრდა კაცია, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ. მას გვერდით ეჯდა საშუალო სიმაღლის, მსხვილი აღნაგობის ახალგაზრდა მამაკაცი. მათ მითხრეს, რომ გელა ფეტელავა გიბარებსო. მე ჩავჯექი მათ მანქანაში და წამიყვანეს ზუგდიდის პოლიციის შენობაში. იქ, მეორე სართულზე, ერთ-ერთ კაბინეტში შევხვდი გელა ფეტელავასა და კოხტა კოდუას. გელა ფეტელავამ მითხრა, რომ კოხტა კოდუა რასაც გეტყვის, ის უნდა გააკეთოო. შემდეგ თვითონ გავიდა ოთახიდან და კოდუასთან პირისპირ დამტოვა. ამის შემდეგ, კოხტამ მითხრა, გასაუპატიურებელია ერთი კაციო, წაგიყვან წინანდელ ადგილზე, სადაც დაგახვედრებთ იმ პირს და თუ არ გააუპატიურებ, დაგიჭერო და თან შემაგინა. მე შემეშინდა და დავთანხმდი.


ამის შემდეგ, მე და გელა ფეტელავა ჩავედით ეზოში. მან ჩამსვა „მერსედესის" მარკის მანქანაში უკანა სავარძელზე, საჭესთან თვითონ გელა ფეტელავა დაჯდა. მას გვერდით დაუჯდა ირაკლი ახალაია, ხოლო ჩემს გვერდზე კვლავ ის მსხვილი აღნაგობის პოლიციელი დაჯდა, რომელიც, როგორც ახლა გამახსენდა, არის ნუკრი ლაგვილავა.... ჩვენ მანქანით მივედით ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას მოედანზე, სადაც მათ გადამსვეს სხვა, შავი ფერის მანქანაში (მარკა და ნომერი არ მახსოვს). ნუკრი ლაგვილავამ საბარგულიდან ნაქსოვი „მატერიის“ ნიღაბი ამოიღო, შეატრიალა და თავზე ჩამომაცვა, რომ არაფერი დამენახა და ამასთან, უკანა სავარძელზე ჩამაწვინა. გზაში ხმით ვიცანი, რომ ნუკრი ლაგვილავა დაჯდა წინ, მძღოლის გვერდით, ხოლო საჭესთან კონკრეტულად ვინ იჯდა, არ დამინახავს. მათ მიმიყვანეს იმავე „ბუნკერთან" სადაც ვიყავი წინათ (რაზეც მოგახსენეთ) და დაახლოებით ერთ საათი გამაჩერეს მანქანაში. ამ პერიოდში ხმით გავიგე, რომ მოვიდა მეორე მანქანა, საიდანაც ვიღაცა გინებით გადმოათრიეს და როგორც ჩანდა, ჩაიყვანეს ბუნკერში. ამის შემდეგ გავიგონე გელა ფეტელავას ხმა, რომელმაც უთხრა დანარჩენებს, რომ აწი თქვენ იცით ბიჭებო, მე საქმეზე უნდა წავიდეო. ამის შემდეგ, ჩემთან მყოფმა მძღოლმა და ნუკრი ლაგვილავამ ჩამოიყვანეს ბუნკერში, სადაც ნიღაბი მომიტრიალეს და ამოჭრილი ადგილებიდან შევძელი იქაურობის დანახვა. ბუნკერში დაახლოებით ოთხი ან ხუთი პირი დამხვდა შავ ტანსაცმელში ჩაცმულნი, რომლებსაც სახეზე ნიღაბი ეკეთათ. ერთ მამაკაცს ეკავა ვიდეო გადამღები აპარატი, მეორეს - „კალაშნიკოვის“ ავტომატი „აკს-უ“, ხოლო დანარჩენებს არაფერი ეკავათ. ბუნკერის შუაში იდგა მაგიდა, რომელზედაც მუცლით ქვემოთ გადაწვენილი იყო ჩემთვის უცნობი მამაკაცი. მას ხელები ჰქონდა დაბმული „სკოტჩით“ და ფეხებიც „სკოტჩით“ ჰქონდა მიკრული მაგიდის ფეხებზე. ნუკრი ლაგვილავამ, რომელსაც ნიღაბი არ ეკეთა, მითხრა: გაიხადე ტანსაცმელი, მიდი ახლა და გააუპატიურეო. მე იძულებული გავხდი ტანთ გამეხადა, მიუახლოვდი ჩემთვის უცნობ პირს, უკანა ტანიდან მივადე სასქესო ორგანო და გავაკეთე იმიტაცია, ვითომ ვამყარებდი სქესობრივ კავშირს. რეალურად არ შემიყვანია ჩემი სასქესო ორგანო მის სწორ ნაწლავში. მამაკაცებს ეჭვი შეეპარათ, რომ მე ვერ შევძელი სქესობრივი კავშირის დამყარება. ამიტომ, ისევ მიბრძანეს ჩაცმა, რის შემდეგაც, სახეზე ჩამომაცვეს ნიღაბი, გამომიყვანეს გარეთ, ჩამსვეს მანქანაში და წამიყვანეს ზუგდიდის ცენტრში. როგორც ხმით გავიგე, მანქანას მართავდა ნუკრი ლაგვილავა, ხოლო მის გვერდით იჯდა ირაკლი ახალაია. ზუგდიდის ცენტრში, მანქანიდან გადავიდა ირაკლი ახალაია და როცა დაბრუნდა თქვა, რომ აფთიაქში იყიდა წამალი „ვიაგრა“. ამის შემდეგ, გზაში დამალევინეს ერთი „ტაბლეტი,“ როგორც მათგან ვიცი „ვიაგრა“ და დამაბრუნეს ბუნკერში, სადაც შემოვიდნენ ირაკლი ახალაია და ნუკრი ლაგვილავა. ამის შემდეგ, ერთ-ერთმა ნიღბიანმა მამაკაცმა (რომელიც არ ვიცი ვინ იყო) კვლავ მიბრძანა, გაიხადე და დაამყარე სექსუალური კავშირიო. მე დავემორჩილე, გავიხადე და ჩემი სასქესო ორგანო მივადე უკანა ტანიდან სწორ ნაწლავთან და კვლავ იმიტაცია გავაკეთე, ვითომ მასთან სქესობრივ კავშირს ვამყარებდი. ამის შემდეგ გადმოაბრუნეს გულაღმა და მითხრეს, რომ ზემოდან დავმჯდარიყავი და დამემყარებინა სქესობრივი კავშირი პირის ღრუში. მე დავაჯექი მამაკაცს გულმკერდზე, მათ წამოუწიეს მას თავი და ცდილობდნენ ხელი შეეწყოთ ჩემთვის სქესობრივი კავშირის დამყარებაში მამაკაცის პირის ღრუში. რის შემდეგაც მე სასქესო ორგანოს ვადებდი მამაკაცს სახეზე და ტუჩებზე, თუმცა ის გვიძალიანდებოდა და ვერ ვახერხებდი მის პირის ღრუში მოთავსებას. ამის მერე მე ჩავიცვი ტანსაცმელი, რის შემდეგაც მამაკაცებმა დაბმული აუშვეს და მე მესმოდა როცა ეუბნებოდნენ, რომ თუ იგი არ დაემორჩილებოდა, ამ ჩანაწერს გაავრცელებდნენ ინტერნეტის საშუალებით. ამ დროს დავინახე, რომ ორმა პიროვნებამ კონკრეტულად კი, კამერა რომელსაც ეჭირა და კიდევ სხვამ, მოიხსნეს ნიღბები. შემდეგ კვლავ შეატრიალეს ჩემს თავზე ნიღაბი, რომ არაფერი დამენახა; ამიტომ, კარგად ვერ გავარჩიე მათი სახეები. ლაგვილავამ ხელმოკიდებულმა გამომიყვანა ბუნკერიდან, ჩამსვა იმავე მანქანაში და წამომიყვანეს ზუგდიდში პოლიციის შენობასთან, სადაც ჩამოვედი.... მეორე დღეს შევხვდი მე-2 საშუალო სკოლასთან გელა ფეტელავას, სადაც გადმომცა მან 20 ლარი და შემპირდა, რომ როცა რაღაც საქმე გაიხსნებოდა, კიდევ რაღაც თანხას გადმომცემდა“ - ნათქვამია ჩვენებაში.

თ.უ.-ს ჩვენების მიხედვითვე, ამ ფაქტიდან რამდენიმე თვეში, იგი ავარიაში მოჰყვა. ფეხი ჰქონდა მოტეხილი და სიარული არ შეეძლო. ამ დროს სახლში ორმა ადამიანმა, პოლიციის თანამშრომელმა, ირაკლი ახალაიამ და მისთვის უცნობმა წითურმა მამაკაცმა მიაკითხა, რომლებმაც კვლავ გელა ფეტელავასთან წაყოლა უბრძანეს.


„2011 წლის ივლისში მოვხვდი ავტოავარიაში და მოვიტეხე მარჯვენა ფეხი, რომელიც მქონდა თაბაშირში და სახლში ვმკურნალობდი. აგვისტოს პირველ რიცხვებში, საღამო ხანს, პიკაპის ტიპის მანქანით ჩემთან სახლში მომაკითხეს ირაკლი ახალაიამ (რომელიც საჭესთან იჯდა) და წითურმა ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელსაც მრგვალი პირისახე ჰქონდა და ეროვნებით რუსს წააგავდა, თუმცა ქართველი იყო. მათ მითხრეს, რომ გელა ფეტელავასთან უნდა წავიდეთ, მისმა უფროსმა კოხტამ რომ დაგავალა, ის საქმე უნდა გავაკეთოთო. მე მივხვდი, რომ ისინი გულისხმობდნენ ჩემი მხრიდან ვიღაცის გაუპატიურებას. მე მათ უარი უთხარი, რადგან ფეხი მქონდა მოტეხილი და ვერ შევძლებდი გადაადგილებას. მათ მითხრეს, რომ ყავარჯნებს მოგიტანთო. მაგრამ, მე მაინც უარი ვუთხარი. ისინი წავიდნენ და რამდენიმე ხანში კვლავ დაბრუნდნენ უკან, ამჯერად მათ ახლდა ნუკრი ლაგვილავა. მათ მომიტანეს ორ ცალი ყავარჯენი და მაიძულეს, რომ წავსულიყავი მათთან ერთად. მათი დახმარებით ჩავჯექი მანქანაში, რის შემდეგაც მათ მიმიყვანეს პოლიციაში. მეორე სართულიდან გადმოიხედა გელა ფეტელავამ და თხოვა ნუკრი ლაგვილავას და ირაკლი ახალაიას ასულიყვნენ მასთან. მე ზევით არ ავსულვარ. რამდენიმე ხანში ლაგვილავა და ახალაია ჩამოვიდნენ ეზოში. რა თემაზე ილაპარაკეს მათ კოხტა კოდუასთან ჩემთვის უცნობია. ამის შემდეგ, ნუკრი ლაგვილავამ, ირაკლი ახალაიამ და წითურმა მამაკაცმა მანქანით, ნიღბის გარეშე წამიყვანეს წალენჯიხის გზით სოფელ ბაშის საპირისპირო მხარეს. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ, ჩვენ მივედით ტყეში, ხის კოტეჯთან, რომელსაც გადაფარულებული ჰქონდა ე.წ. სამხედრო „კამუფლიაჟი“. ამ დროს, მახსოვს, რომ წვიმიანი ამინდი იყო. მე მანქანაში დავრჩი, ხოლო მანქანიდან გადავიდნენ ლაგვილავა, ახალაია და წითური მამაკაცი, რომლებიც შევიდნენ კოტეჯში. მალევე მანქანიდან დავინახე, რომ დასახელებული კოტეჯიდან, თუ არ ვცდები, ორმა გამოიყვანეს ჩემთვის უცნობი ახალგაზრდა მამაკაცი. ნიღბიანი პირები ეკითხებოდნენ მას, სად წაიღო ბომბები, რაზეც უცნობი პირი პასუხობდა, რომ წყალში გადავყარეო. ამის შემდეგ, ნიღბიანმა მამაკაცებმა ლაგვილავამ, ახალაიამ და წითურმა მამაკაცმა, შიშველი მამაკაცი მუცლით ქვევით გადააწვინეს რაღაც საგანზე, სავარაუდოდ ხის მაგიდაზე. დაუბეს ფეხები და ხელები და დამიძახეს მე, რომ გამეუპატიურებინა უკანა ტანიდან დაბმული მამაკაცი. მე მივედი შიშველ მამაკაცთან უკანა მხრიდან და მასთან დავამყარე სქესობრივი კავშირი უკანა ტანიდან. ამ პროცესს იღებდა, თუ სწორად მახსოვს ან ლაგვილავა ან წითური მამაკაცი ვიდეოკამერით. ჩემს საქმეს რომ მოვრჩი, ნუკრი ლაგვილავამ, ირაკლი ახალაიამ და წითურმა მამაკაცმა ჩამსვეს კვლავ მანქანაში და მიმიყვანეს სახლთან, სადაც ნუკრი ლაგვილავამ გადმომცა 35 ლარი“ - ნათქვამია ჩვენებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930