გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივნისი 21, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე მომხდარი თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს

7-02-2018

შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილსა და მის 33 წლის შვილზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს.

 

როგორც უწყებაში განმარტავენ, გუგეშაშვილსა და მის შვილს თავმდამსხმელმა ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა.

 

“დღეს მიღებული შეტყობინების საფუძველზე 1958 წელს დაბადებული დ.გ.-ს და მის შვილს 1985 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში, უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. გ.გ შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ.გ. გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე, მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები. გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით“, - განმარტავენ შსს-ში.

 

დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე თავდასხმა  დღეს, მათსავე სახლში მოხდა.

 

რა გახდა ინციდენტის მიზეზი ჯერჯეობით უცნობია.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30