გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივლისი 28, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ოცნება“: თუ მოლაპარაკებები შეთანხმებით არ დასრულდება, ჩვენ კიდევ ერთხელ ჩავერთვებით საქმეში და მივიღებთ ზომებს მაღაროელების სამართლიანი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად

17-05-2019

ჭიათურელ მაღაროელებთან შეხვედრის შესახებ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლიდერები განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ჭიათურაში შევხვდით გაფიცულ მაღაროელებს და მოვისმინეთ მათი მოთხოვნები. შეუძლებელია, ვინმემ მოუსმინოს ამ ადამიანებს და გულგრილი დარჩეს მათი პრობლემების მიმართ. ჩვენ მოვუწოდეთ კომპანია "ჯორჯიან მანგანეზს", მოესმინათ მაღაროელებისთვის და მიეღოთ ზომები მათი სამართლიანი მოთხოვნების შესასრულებლად. სამწუხაროა, რომ დღევანდელი მოლაპარაკება შეთანხმებით ვერ დასრულდა.

მოვუწოდებთ კომპანიის ხელმძღვანელობას, დაუყოვნებლივ განაგრძონ მოლაპარაკებები, გაითვალისწინონ გაფიცულთა ყველა სამართლიანი მოთხოვნა და დაიწყონ ზრუნვა მათი სოციალური და შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე.

თუ მომდევნო დღეებში მოლაპარაკებები არ დასრულდება შეთანხმებით, ჩვენ კიდევ ერთხელ ჩავერთვებით საქმეში და მივიღებთ ზომებს მაღაროელების სამართლიანი მოთხოვნების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად“-ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: კახა კალაძე - პარტიის გენერალური მდივანი; ირაკლი ღარიბაშვილი - პარტიის პოლიტიკური მდივანი და ირაკლი კობახიძე - პარტიის აღმასრულებელი მდივანი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031