გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს, ეთერ სვიანაიძეს დეპუტატებმა მოღვაწეობის 50 წლის იუბილე მიულოცეს

7-02-2018

„პარლამენტს ყავს თავის ჩემპიონები, მათ შორის, პარლამენტის აპარატში“, - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს, ეთერ სვიანაიძეს პარლამენტში მუშაობის 50 წლის საიუბილეო თარიღი საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე მიულოცა.

„პარლამენტს ყავს თავის ჩემპიონები, მათ შორის, პარლამენტის აპარატში. გუშინ 50 წელი გახდა, რაც ქალბატონი ეთერ სვიანაიძე საქართველოს პარლამენტს ემსახურება. მე მინდა მივულოცო მას. მას ყველა ტიპის ორდენი და ყველა ტიპის ჯილდო აქვს. ის ღირსებით სავსე ქალბატონია და მე არ შემიძლია განსაკუთრებული მადლიერება არ გამოვხატო.

არ არის მარტივი, როდესაც 50 წელი ემსახურები ინსტიტუტს, სახელმწიფოს, საჯარო ინტერესს და მე მინდა მას და მისი სახით ყველა იმ ადამიანს მივულოცო, ვინც ასე ერთგულად ემსახურება საჯარო ინტერესს. ყველა თქვენთაგანის სახელით ვულოცავ მას და ჩვენს თავსაც, ვისაც გვყავს ასეთი ღირსეული ქალბატონი. გილოცავთ ქალბატონო ეთერ!“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.

საიუბილეო თარიღი პარლამენტის აპარატის ღვაწლმოსილ თანამშრომელს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმაც მიულოცა და გაწეულიშრომისა და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა შევუერთდე ამ მადლობებს ქალბატონი ეთერ სვიანაიძის მიმართ, იმ შრომისა და თავდადებისთვის, რომელიც მან ათწლეულების განმავლობაში ჩადო საქართველოს პარლამენტში და ქალბატონი ეთერის სახით მადლობა ვუთხრა ყველა იმ თანამშრომელს, ვისზეც წლების და ათწლეულების განმავლობაში იდგა ეს ინსტიტუტი. ძალიან დიდი მადლობა თქვენი თავდადებისთვის“,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930