გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივნისი 07, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საგამოძიებო სამსახურის განცხადება კომპანია „ბადაგონთან“ დაკავშირებით

7-02-2018

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე კომპანია ,,ბადაგონის“ საქმესთან დაკავშირებით, დამატებით განმარტებას აკეთებს, რომელსაც საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE უცვლელად გთავაზობთ:
„საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს შპს ,,ბადაგონის“ სათაო ოფისში და არა უშულოდ საწარმოებში. შესაბამისად, აღნიშნული საგამოძიებო ღონისძიებები ხელს არ უშლის წარმოების პროცესის მიმდინარეობას.
ამ ეტაპზე, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, ხორციელდება კონკრეტული გარემოებების შესწავლის და დადგენისთვის საჭირო დოკუმენტების და ელექტრონული ინფორმაციის ამოღება, რასაც არავითარი კავშირი არ აქვს წარმოების შეჩერებასთან.
აქვე გვინდა განვაცხადოთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, საგამოძიებო სამსახური უფლებამოსილია კომპანიას მიაწოდოს ყველა ამოღებული დოკუმენტის ასლი“-ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30