გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე აშშ-ს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

7-02-2018

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) აღმასრულებელ დირექტორს, ჯონათან ნეშს შეხვდა.

მხარეებმა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტებზე და კორპორაციის საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის პრიორიტეტული და სამომავლო მიმართულებებიც. პარლამენტის თავმჯდომარემ ჯონათან ნეშს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.


„ვისაუბრეთ იმ პროექტებზე, რომლებიც კორპორაციის მხარდაჭერით განხორციელდა. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას საქართველოში, დაახლოებით, ნახევარი მილიარდი დოლარი აქვს უკვე ინვესტირებული. მადლობა გადავუხადეთ ჩვენს ამერიკელ მეგობრებს მხარდაჭერისთვის. ასევე, საუბარი გვქონდა მომავალ თანამშრომლობაზე. რაც შეეხება მეორე კომპაქტს, რომელიც ამჟამად ხორციელდება, 17 თვე არის დარჩენილი მის დასრულებამდე და დიდი იმედი გვაქვს, რომ ამის შემდეგ გაგრძელდება ძალიან აქტიური თანამშრომლობა კორპორაციასა და საქართველოს შორის“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.


„გაიმართა ძალიან პროდუქტიული შეხვედრა. ვისაუბრეთ იმ წარმატებულ თანამშრომლობაზე, რომელიც ათწლეულის მანძილზე გრძელდება. ბოლო ათი წელია, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია საქართველოს მთავრობის პარტნიორია. ჩვენ თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარის ინვესტირება მოვახდინეთ. ბოლო პროგრამის განხორციელებამდე დაახლოებით, წელიწადნახევარი დარჩა. შესაბამისად, ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს ამ პროგრამის წარმატებით დასასრულებლად“,- აღნიშნა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.

გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით 2017 წელს?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2018    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031