გაიგე განსხვავებული

კვირა, ივნისი 08, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თსუ-ს საიუბილეო ღონისძიებას ხვალ უწმინდესი დაესწრება

7-02-2018

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლისთავთან დაკავშირებით ხვალ საიუბილეო ღონისძიება გაიმართება.


ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს მთავრობის და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, 50-მდე ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლები, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.


ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, 10:00 საათზე დაიწყება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30