გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 20, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაცია ანაკლიის პორტში ინვესტირებით დაინტერესდა

7-02-2018

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დღეს ჩინეთისერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის „China Railway International Group“-ის დელეგაციას შეხვდა.


სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციიტ, შეხვედრაზე ჩინური მხარის წარმომადგენლებმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში ინვესტიციის განხორციელების დიდი ინტერესი გამოხატეს. შეხვედრას ასევე დაესწრო ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი.


„China Railway International Group,“ რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა ჩინეთსა და მსოფლიოში, ინტერესს გამოთქვამს, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში როგორც საინვესტიციო, ისე სამშენებლო მიმართულებით.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031