გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შოთა გულბანი: ქრისტინ ლაგარდის აქ ყოფნა ნიშნავს, რომ სავალუტო ფონდი მხარს უჭერს საქართველოს საფინანსო სექტორის რეფორმებს

20-05-2019

„დღეს მქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელ მადამ კრისტინა ლაგარდთან, რომელიც პირველად იმყოფება საქართველოში პრეზიდენტი. ეს არის უმაღლესი დონის და მნიშვნელობის ვიზიტი. მისი აქ ყოფნა ნიშნავს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს ბოლო პერიოდში საქართველოს საფინანსო სექტორში განხორციელებულ რეფორმებს, რომელიც ერთი მხრივ სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრებას გულისხმობს, ხოლო მეორე მხრივ სესხების შემოსავლებთან მიმართებით კოეფიციენტების დაწესებას“-ეს განცხადება ეკონომიკის ექსპერტმა, შოთა გულბანმა გააკეთა. 

მისი თქმით, ეს რეფორმები საფინანსო სექტორში მომწიფებული სისტემური რისკების მნიშნელოვანი პრევენციაა და სავალუტო ფონდი ამ მოსაზრებას სრულად იზიარებს. 

„საბედნიეროდ, დღეს მქონდა შესაძლებლობა, რომ ქალბატონ ლაგარდისთვის პირადად ამეხსნა ეს პროცესები, მათ შორის ვალების განულების პროგრამის ეკონომიკური ეფექტი. მან სრულად გაიზიარა ჩემი პოზიცია“ - წერს სოციალურ ქსელში ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა) პრეზიდენტი.

ცნობისთვის: სსფ-ს ძირითად მიზანს, გლობალური მონეტარული თანამშრომლობის, საერთაშორისო ვაჭრობის, მაღალი დასაქმებისა და სიღარიბის შემცირების გზებით, ეკონომიკური ზრდისა და ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა წარმოადგენს.

2017 წელს სსფ-ს მხარდაჭერით საქართველოში 3 - წლიანი პროგრამა დაიწყო, რომელიც „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (EFF) ფარგლებში, 285 მილიონი აშშ დოლარით ფინანსდება. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მიაღწიოს ინკლუზიური ზრდის მაღალ ტემპს, უზრუნველყოს ქვეყნის ფისკალური მდგრადობა, შეამციროს ეკონომიკის მოწყვლადობა საგარეო შოკების მიმართ, გააძლიეროს ფისკალური და მონეტარული ინსტიტუციები და გააუმჯობესოს ფინანსური და სოციალური დაცვის მექანიზმები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031