გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს თავდაცვის ძალების 28 წლისთავთან დაკავშირებით აშშ-ში საქართველოს საელჩოში მიღება გაიმართა

21-05-2019

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას პატივსაცემად და საქართველოს თავდაცვის ძალების 28 წლისთავთან დაკავშირებით, აშშ-ში საქართველოს საელჩოში მიღება გაიმართა. საქართველოსა და აშშ-ს შორის მჭიდრო თანამშრომლობის აღსანიშნავად ღონისძიება საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ჰიმნებით დაიწყო.


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ქართულ-ამერიკული ურთიერთობის განმტკიცებასა და გაღრმავების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და მადლობის ნიშნად თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელს "გენერალ მაზნიაშვილის" მედალი გადასცა.


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციასთან ერთად მიღებას აშშ-ის აკადემიური წრის, თავდაცვისა და სახელმწიფო დეპარტამენტების წარმომადგენლები დაესწრნენ.


პენტაგონიდან მოწვეულმა სტუმრებმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება საქართველოში ჩატარებულ და დაგეგმილ მრავალეროვნულ წვრთნებსა და ავღანეთში ქართველი მშვიდობისმყოფელების ამერიკელ პარტნიორებთან მხარდამხარ მსახურზეგაამახვილეს.


ღონისძიებას დაესწრნენ ასევე, საქართველოს თავდაცვის ძალების ოფიცრები, რომლებიც ამჟამად აშშ-ის სხვადასხვა უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში სწავლობენ.


მიღებაზე იმყოფებოდა ავღანეთში, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში დაჭრილი ქართველი მშვიდობისმყოფელი, ლეიტენანტი ივერი ბუაძეც, რომელიც ვაშინგტონში უალტერ რიდის სამედიცინო ცენტრში რეაბილიტაციის კურსს გადის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031