21-05-2019
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე "ეიჩბიოუს" ცნობილი სერიალის, "სამეფო კარის თამაშების" ფინალურ სერიას ეხმიანება.
"საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ვესტეროსში ხანგრძლივი სამოქალაქო ომის დასრულებას. ჩვენ ბრანდონ სტარკს მონარქად არჩევის ფაქტს ვხედავთ, როგორც პოზიტიურ ნაბიჯს სამეფოს გაძლიერებისა და სტაბილურობის მხრივ. ეს ფაქტი გააუმჯობესებს მოსახლეობის მდგომარეობას", - ნათქვამია ჩეხეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
სამინისტროს განცხადებას ფეიხბუქ გვერდზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა.