გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხვალ მერაბ კოსტავას საიუბილეო გამოფენა გაიხსნება

21-05-2019

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში, ხვალ, 18:00 საათზე მერაბ კოსტავას საიუბილეო გამოფენა გაიხსნება.

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, მერაბ კოსტავას დაბადებიდან 80 წელი სრულდება. ექსპოზიცია სწორედ ამ თარიღს ეძღვნება.

საგამოფენო პავილიონში წარმოდგენილი იქნება მერაბ კოსტავას პირადი არქივში, კერძო კოლექციებსა და საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული საარქივო მასალა და ფოტოები.

დოკუმენტები ფართო საზოგადოებას პირველად წარედგინება. ექსპონატები ასახავს მერაბ კოსტავას პოლიტიკურ და შემოქმედებით მოღვაწეობას.

მერაბ კოსტავას პირადი არქივის მასალები ეროვნულ არქივს მისმა მეუღლემ, რუსუდან ბერიძემ გადასცა.

გამოფენა 7 ივნისამდე გაგრძელდება.

დათვალიერება თავისუფალია.

აღსანიშნავია, რომ გამოფენასთან ერთად, 23 მაისს, 18:00 საათზე ეროვნული არქივის კინოთეატრში დაგეგმილია მერაბ კოსტავასადმი მიძღვნილი რეჟისორ გოგა ხაინდრავას დოკუმენტური ფილმი „კართაგენი უნდა დაინგრეს!“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031