21-05-2019
პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე NDI-ის კვლევებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ შესაფასებლად ყველაზე ობიექტური კრიტერიუმი არის არჩევნები და მისი შედეგები ყველაფერზე მეტყველებს.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხელისუფლების წარმატებაზე, საქართველოში, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ უნდა მისცეს თავს იმის უფლება, თქვას, რომ ის ბოლომდე წარმატებულია, სანამ ქვეყანაში ჩვენ გვაქვს გადაუჭრელი ორი ყველაზე მტკივნეული პრობლემა - ეს არის ოკუპაცია და ეს არის სიღარიბე.
რა ვექტორითაც ჩვენ ვავითარებთ საქართველოს, ამას არ სჭირდება მხოლოდ სოციოლოგიური კვლევები; ყველაზე კარგი, გამჭვირვალე და ობიექტური კრიტერიუმი არის არჩევნები, რომელიც რამდენიმე დღის წინ იყო რამდენიმე რეგიონში და შედეგი ყველამ კიდევ ერთხელ კარგად დავინახეთ“ - განაცხადა პრემიერმა.
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 46 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.