გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: გამოიკვეთა მომენტები, რომლის გაძლიერებაც „ქართულ ოცნებას“ მომავალში მოუწევს

22-05-2019

„ქართულმა ოცნებამ“ ამ არჩევნებზე მოსახლეობისგან კიდევ ერთხელ მიიღო დიდი ნდობა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„ხალხმა კიდევ ერთხელ გამოგვიცხადა ნდობა და ამისთვის მინდა, მათ კიდევ ერთხელ გადავუხადო გულწრფელი მადლობა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, კარგ შედეგთან ერთად გამოიკვეთა რაღაც მომენტები, რომლის გაძლიერებაც „ქართულ ოცნებას“ მომავალში მოუწევს.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ზოგადად, შუალედური არჩევნები ნაკლები აქტიურობით გამოირჩევა, მოქალაქეები არ არიან მოტივირებული და შუალედური საპარლამენტო არჩევნები მათთვის პრინციპული არჩევანი არ არის.

„ჩემი ანალიზით და შეფასებით, მთაწმინდის მოსახლეობისთვის პრინციპში, დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ერთი წელი ვინ იქნებოდა მათი დეპუტატი. მე ასე ვთვლი ამას. ვფიქრობ, რეალურად, ეს იყო იმის განმაპირობებელი, რომ დაბალი აქტივობა მივიღეთ. მოსახლეობა არ იყო მოტივირებული, რომ პრინციპული არჩევანი გაეკეთებინათ. მათ პრინციპული არჩევანი გააკეთეს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე და ჩვენ ვნახეთ, რა შედეგიც მივიღეთ. მათ შორის, მთაწმინდაზე და ყველგან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031