გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: არჩევნები რეიტინგის ყველაზე კარგი საზომია, თუ CRRC სულ რაღაც 40%-ით ცდება, აქ 0%-იანი პროცენტიანი ცდომილებაა

22-05-2019

„არჩევნები რეიტინგის ყველაზე კარგი საზომია, თუ CRRC სულ რაღაც 40%-ით ცდება, აქ 0%-იანი პროცენტიანი ცდომილებაა. არჩევენების შედეგები კი - 72% , 93% 69% 78% 54% იყო“ - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის თოქშოუში „არჩევანი“.

მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" სტრატეგია იყო საერთო მესიჯებით ესაუბრათ "ქართული ოცნების" ქმედებებზე. მთავარი მესიჯი იყო, რომ "ქართული ოცნება" არის უნიათო და რომ ქვეყანა გაჩერებულია. არ ჰქონდა მნიშვნელობა, ეს რეალობა იყო თუ არა. თუმცა, ამ მესიჯებმა არ გაჭრა, რადგან საზოგადოების ნაწილმა არ დაიჯერა, სხვა ნაწილმა დაიჯერა, მაგრამ მათთვის ეს ბოროტებასთან არ ასოცირდა და "ქართულმა ოცნებამ" მოიგო როგორც 2016 წლის საპარლამენტო, ასევე 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები. მისი თქმით, მესიჯები გადაფარა იმ განწყობამაც რომ მმართველი გუნდი არჩიეს იმ ძალას, რომელიც იდენტიფიცირებული იყო ძალადობასთან.

„2016 წლის შემდეგ მესიჯბოქსი შეიცვალა თქვენი მხრიდან, „უნიათომ“ რომ არ გაჭრა და დიდმა ნაწილმა არ დაიჯერა არც უნიათობა და არც ის, რომ ქვეყანა გაჩერებულია, დასხდნენ "ნაცმოძრაობის ლიდერები", იდეოლოგები, სხვადასხვა განშტოების ლიდერები და თქვეს, ეს არ ჭრის და მოდი ახალი მოვიფიქროთ - მავნებელი - ასე უნდა დავაიდენტიფიციროთ „ქართული ოცნება“ საზოგადოებაში და წამოვიდა ბიზნესზე ზეწოლა, ვითომ ოქუაშვილის ქეისი, ხაზარაძის ქეისი, სარალიძის საქმე ლამის გირგვლიანის საქმესთან გააიგვეს, მაშინ, როცა ბავშვებში უბედურება მოხდა. იქ შეცდომებიც იყო გამოძიების მხრიდან დაშვებული , რაც ჩვენ დასკვნაში ჩავწერეთ. ეს საქმე, სადაც პროკურატურის პოზიციას არ დაემთხვა სასამართლოს პოზიცია და დემოკრატიის რამხელა ხარისხზე მეტყველებს ეს ყველაფერი, ლამის გირგვლიანის საქმეს გაუთანაბრეთ. ერთი პერიოდი იმასაც ამტკიცებდით, რომ ქუჩაში სუბელიანის ბანდები დათარეშობდნენ. ეხლა რადგან უნიათობის და ქვეყანა გაჩერებულიას ამ რბილმა ე.წ. მესიჯმა არ გაჭრა, წამოვიდა, რომ ქართული ოცნება მავნებელი და ბოროტია, რათა სხვა, ცუდ რაღაცეებთან მოხდეს იდენტიფიცირება „ განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 
ხელისუფლების რეიტინგის ცვლილებასთან დაკავშირებით მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ შეუძლებელია "ქართული ოცნების“ 2012 წლის რეიტინგი 2016 წელსაც იგივე ყოფილიყო. 
„თუმცა, მთავარი კითხვა უნდა იყოს რამდენი პროცენტით იყო ცვლილება. NDI-ს კვლევაში დიდი ცდომილებები იყო 2016 წლის რეიტინგის წარდგენისას. 2016 წელს ქართულ ოცნებას ჰქონდა 17 % და მაშინ 49 % მივიღეთ. ასევე იყო 2017 წელს - აცდენები იყო ხან 10 ხან 20 ხან კი 30 %-ით “ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930