გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლადო კახაძე: სადაც ერთი ნაციონალი იქნება დასახელებული და იმ გუნდში იქნები, შენც ნაციონალი ხარ

22-05-2019

„სადაც ერთი ნაციონალი იქნება დასახელებული და იმ გუნდში იქნები - შენც ნაციონალი ხარ. მე შალვას დიდ პატივს ვცემ. მასზე, როგორც პიროვნებაზე ვერასდროს ძვირს ვერ ვიტყვი, თუმცა ეს მისი არჩევანია“ – განაცხადა ტვ პირველის დღის ამბებში „ქართული ოცნების“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლადო კახაძემ.

მისი თქმით, შალვა შავგულიძე იმ ადამიანებთან მივიდა, ვინც ბევრი რამ გააფუჭა.

„ლანძღვა არ იქნება ჩემგან არასოდეს, ეს არის მიუღებელი. ყველგან, სადაც ლადო კახაძე იყო, ის არ შეცვლილა, მე ვამაყობ, იმით, რა გზაც გამოვიარე, ზუსტად ისეთი დავრჩი და სიკვდილთან ასოცირებული არ ვარ. შალვა იმ ძალასთან მივიდა, რომელმაც ბევრი რამე გააფუჭა. ბევრი ცოდვა ადევთ. მოკალით ადამიანები“, „ესროლეთ“, „ტყვია არ დაიშუროთ“ - ასეთი რაღაცები მახსოვს, ჩემს ყურს ძალიან ცუდად ხვდება და როგორც ექიმს სწორად არ მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსმა საზოგადოებას ასეთი აკადროს. მე, როგორც ექიმს სიკვდილზე ხელი არასდროს არ მომიწერია და არც როგორც პოლიტიკოსი არ მოვაწერ არასდროს” - აცხადებს ლადო კახაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930