გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

22-05-2019

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. 
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, თემქა-მუხიანის გადასასვლელის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, სამღებროს, ხუდადოვის, ფილიას, ინტერნატის, სამღერეთის, მარიამ ივანიშვილ-დემურიას, წერონისის, საბურთალოს, ბახტრიონის, ჯავახეთის, ხომლელის, სულხან ცინცაძის, გამრეკელის, კუტუზოვის, ტაშკენტის, გაგარინის, შარტავას, გურიელის და ნუცუბიძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

10 საათიდან 18 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას მტკვრის მარცხენა სანაპიროს, აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ზაარბრიუკენის მოედნის, გლდანის მასივის I, III, IIIა მიკრორაიონების, წყაროთუბნის, ვლადიმერ ნანეიშვილის, კეცხოველის, ანგია ბოჭორიშვილის, ლეო კერესელიძის, ტყვიავის, სანაპიროს, რომის, სანკტ-პეტერბურგის, ზაქარია ქურდიანის, ჩერნიშევსკის, ნეკრასოვის, მოსე გოგიბერიძის, მიხეილ წინამძღვრიშვილის და უზნაძის ქუჩების მაცხოვრებლები.

ასევე, 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა ქოშიგორის დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, სოფელი დიღმის "ნატბეურების" დასახლების, სამხედრო გზატკეცილის, მირიან მეფის, ნიკოლოზ ბერაძის და უდაბნოს მონასტრის ქუჩების მაცხოვრებლებს, 10 საათიდან 13 საათამდე წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის IV კვარტლის, ბელიაშვილის და ახმეტელის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 17 საათამდე ლერმონტოვის, მაჩაბლის, მოსე ხონელის და სოლოლაკის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930