გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: ბიძინა ივანიშვილის დამსახურება ძალიან დიდია ქვეყნის წინაშე, სწორედ ამიტომაა იგი დარტყმის ობიექტი

22-05-2019

„რაც ბიძინა ივანიშვილთან მისაუბრია, შემიძლია მისი სახელითაც ვილაპარაკო, რომ თუკი გამოჩნდება ძალა, არა „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ რეალური, ჯანსაღი ძალა, რომელსაც შეუძლია თუნდაც ხვალ ძალაუფლების ხელში აღება, ამით ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვიქნებით“-ამის შესახებ განცხადებას სოზარ სუბარი აკეთებს.

„ერთი წუთითაც მე არ ვამბობ, რომ გინდა თუ არა „ქართული ოცნება“ უნდა იყოს ხელისუფლებაში. დღეს „ქართული ოცნება“ არის ის ძალა, რომელსაც აქვს ყველაზე დიდი რესურსი ქვეყანა წარმატებისკენ წაიყვანოს.
მიუხედავად იმისა, რომ NDI-ის კვლევებში ძალიან ბევრს ლაპარაკობენ მის ანტი რეიტინგზე, ზუსტად იმიტომაც არის სამიზნე, რომ ძალიან კარგად იციან მისი ძალა, მისი დამსახურება ქვეყნის წინაშე გნებავთ პოლიტიკაში, გნებავთ როგორც მეცენატის, გნებავთ როგორც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და გნებავთ დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებაში.

სწორედ ამიტომაა, რომ მთავარი დარტყმის ობიექტი არის ის. ჩვენი ოპონენტები რაზეც არ უნდა ლაპარაკობდნენ იწყებენ ივანიშვილით, ამთავრებენ ივანიშვილით და ძალიან სამწუხაროა, რომ ზოგიერთი კვლევით ორგანიზაციაც ამ კონტექსტში ჯდება.

მე ვარ აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი, ვიყავი მინისტრი, დღეს ვარ პრემიერის მრჩეველი და შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ დიახ, დღეს გადაწყვეტილებებს იღებს მთავრობა, გადაწყვეტილებებს იღებს პარლამენტი, პარტიის თავმჯდომარე არის პარტიის თავმჯდომარე და მასთან ძალიან ხშირად ვიკრიბებით, ვმსჯელობთ, მაგრამ გადაწყვეტილებების მიღება ხდება იქ, სადაც უნდა ხდებოდეს ინსტიტუციურად.

ივანიშვილი არ არის ის ადამიანი, ვინც თავის გადაწყვეტილებებს თავს ახვევს ვინმეს მითუმეტეს, როდესაც საუბარია ხელისუფლებაზე. მეტსაც გეტყვით, რამდენიმე სხვადასხვა პრემიერმა ისე დანიშნა მინისტრები, რომ ამ მინისტრების აბსოლუტურ უმრავლესობას, ახალ მინისტრებს ის არ იცნობდა“-განაცხადა სუბარმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031