გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გოგა ხაინდრავა NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელზე: არც გამიკვირდება, რომ ლორა ტორტონი „ნაცმოძრაობის“ წევრიც იყოს

23-05-2019

ყოფილი სახელმწფო მინისტრი, კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ ლორა ტორტონს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომობაში ადანაშაულებს. საქართველოში მის საქმიანობას კი რუსულ ინტერესებთან აიგივებს. 

შკლაროვები, გერასიმოვები, სააკაშვილები, ბოკერიები, ეს ის ხალხია, რომლის ინტერესებიც ამ ქალბატობის მიერ ჩატარებულ კვლევებშია ასახული“ - აღნიშნა გოგა ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“ და არ გამორიცხა, რომ ლორა ტორტონი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრიც იყოს. 

„ის, რომ NDI ცრუობს, უკვე არაერთხელ გამოჩნდა. ეს რომ რუსული კომპანია ყოფილიყო, არ ვიდარდებდი, მაგრამ ეს არის ამერიკული ინსტიტუტი და იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც დიდ დახმარებას უწევს საქართველოს და მის იმედად ვართ. რომ არა ამერიკა, რუსეთი გადაგვყალაპავდა, ისევე, როგორც ქერჩი და უკრაინის დიდი ნაწილი გადაყლაპა. ერთადერთი, რაც აკავებს რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში ეს ამერიკის შეერთებული შტატები და მათთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობაა. რომ არა აშშ, საქართველო დამოუკიდებლობას ვერ შეინარჩუნებდა და მეტსაც გეტყვით შეიძლება შიმშილით გავმწყდარიყავით“ - აცხადებს გოგა ხაინდრავა და ლორა ტორტონის „ნაციონლაურ მოძრაობასთან“ თანაშრომლობაზე საუბრობს. 

„ქალბატონი ტორტონი პირდაპირ თანამშრომლობს „ნაც. მოძრაობასთან“ და მის საქმეს აკეთებს. ეს დადასტურდა არაერთხელ, რაც პირელ რიგში დამაზიანებელია აშშ ინტერესებისთვის. დღევანდელ გეოპოლიტკურ ვითარებაში, როდესაც სერიოზული დაპირისპირებაა აშშ- სა და რუსეთის, ასევე საკმაოდ გამწვავდა ურთიერთობა აშშ-სა და თურქეთს შორის, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა შავი ზღვის აუზში, რომელიც ამერიკის მყარი პარტნიორია. შავი ზღვის აუზი ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიო უსაფრთხოებისთვის. იმ ფონზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილი რევოლუციურ სცენარებზე საუბრობს, NDI-ს მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, ერთ-ერთი კითხვა „ვარდების რევოლუციას“ უკავშირდება. ეს შემთხვევით არ ხდება. ეს არის წინასწარ განაზღვრული, წინასწარ გამიზნული, რომეიც დღევანდელ გამოკითხვასთან კავშირში არ არის. მაინტერესებს, ამ ქალბატონმა განმარტოს, რატომ დაისვა შეკითვა „ვარდების რევოლუციაზე“? ეს ცალსახად მეტყველებს იმაზე, რომ ქალბატონი ტორტონი „ნაც. მოძრაობას“ წარმოადგენს და არც გამიკვირდება, რომ ის ამ პარტიის წევრიც იყოს“ - აღნიშნა გოგა ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930