გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჭიათურაში მაღაროელების შიმშილის მე-7 დღეა - კომპანია აქციას უკანონოს უწოდებს

23-05-2019

ჭიათურაში უკვე მე-7 დღეა შიმშილობენ. რამდენიმე მათგანმა გვიან ღამით
პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა, თუმცა როგორც აქციის მონაწილემ განაცხადა, გაითვალისწინეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და სამართალდამცველების თხოვნა და ნაკერები მოიხსნეს.

გაფიცულები ისევ მერიის წინ გაშლილ კარვებში იმყოფებიან. შეწყვეტილია მაღაროებში საწარმოო პროცესიც.

დღეს გაფიცულებთან ერთად აქციაზე ჭიათურის მაცხოვრებლებიც იმყოფებოდნენ.

„დაშინებას და მუქარას აქვს ადგილი და ეს ყველაფერი სამწუხაროა. ყველა ჩვენგანის აზრია, რომ ასე ვერ გაგრძელდება. „ჯორჯიან მარგანეზის“ უფროსობას მოგიწოდებთ, რომ ხალხთან გამოხვიდეთ დიალოგში" - აღნიშნავს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

"ჩვენი პროტესტი არის სამართლიანი და ყველა ადამიანს აქვს პროტესტის გამოხატყვის უფლება, ამიტომ ნუ ცდილობს "ჯორჯიან მარგანეზი" დააშინოს ჩვენი თანამშრომლები და რაღაც მეთოდებით დააბრუნონ სამსახურში, ეს არ გამოუვათ. ჩვენი მიზანი არის, რომ კომპანიამ თუ არ შეასრულა ჩვენი მოთხოვნები, გავაგრძელებთ აქციებს და უფრო უკიდურეს ფორმებსაც მივმართავთ და ვიქნებით აქ. ან იქნება „ჯორჯიან მარგანეზი“, ან იქნება ჭიათურა და მაღაროელები" - განაცხადა ერთ-ერთმა გაფიცულმა მაღაროელმა.

"ჯორჯიან მარგანეზში" განმარტავენ, რომ 25 პროცენტი არის ის მაქსიმუმი, რისი მომატებაც კომპანიას შეუძლია.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ერთი წლის წინ თანამშრომლების ხელფასი 10 პროცენტით გაიზარდა და პროფკავშირებთან დაიდო კოლექტიური ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც 3 წლის განმავლობაში მაღაროელებს გაფიცვის უფლება არ ჰქონდათ.

კომპანია აპირებს რომ სასამართლოში დავა დაიწყოს.

"ჯორჯიან მარგანეზის" ფინანსური დირექტორი, მერაბ ლომინაძე აღნიშნავს, რომ როგორც საკანონმდებლო, ისე ხელშეკრულებითი მოთხოვნები გაფიცულთა მხრიდან დაირღვა.'

„კომპანიას გააჩნია მყარი საფუძველი, იმსა, რომ განაცხადოს, ეს გაფიცვა არის უკანონო. ჩვენი იურიდიული სამსახურები ამზადებენ უკვე იმ დოკუმენტაციას, რომლითაც მოხდება სასამართლოში სამართლებრივი საქმის დაწყება“ - აღნიშნავს მერაბ ლომინაძე.

ჭიათურაში მაღაროელები 16 მაისს გაიფიცნენ. ისინი ხელფასის 50 პროცენტით მომატებას, სამუშაო და კვების პირობების გაუმჯობესებასა და ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას მოითხოვენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930