გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: ჩეთემ ჰაუსის მკვლევარ ვინმე კრისტინა გერასიმოვას კვლევა ეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკრაინას და მოლდოვასაც

23-05-2019

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში "რუსთავი 2"-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ეხმიანება:


"რ2 მორიგი ფეიქი, საქართველოზე "უმძიმეს დასკვნაზე". სინამდვილეში, ჩეთემ ჰაუსის მკვლევარ ვინმე კრისტინა გერასიმოვას კვლევა ეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკრაინას და მოლდოვასაც.


მკვლევარს აშკარად უჭირს ფართოდ დახუჭული თვალების ფართოდ გახელა. ემოციურად მოსწონს ეტყობა სააკაშვილი და არ უნდა დაინახოს ის, რაც მისი მმართველობისას საქართველოში ხდებოდა და რასაც Chatham House წესით უნდა აკრიტიკებდეს.


მოკლედ, არაფერი ახალი ამ კვლევაში არ არის და ყველა ვინც მეტნაკლებად ერკვევა საკითხში, იცის, რომ ამ სამ ქვეყანაში რიგი მიზეზების გამო ვერ იქნება ამ ეტაპზე კონსოლიდირებული დასავლური დემოკრატია და თუკი ვინმემ შეაფერხა ეს პროცესი ჩვენთან, სწორედ სააკაშვილმა. ამისთვის საკმარისია ნახოთ ჩვენი დემოკრატიის ინდექსები 2004-2012 წლებში", - წერს ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930