23-05-2019
მივესალმები საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის, წლების
განმავლობაში შეჩერებული, დელიმიტაციის პროცესის განახლებას, რაზეც აზერბაიჯანში ვიზიტისას პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე შევთანხმდით" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ მხარეების პარტნიორობა შედეგს მალე გამოიღებს.
"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მრავალწლიანი კეთილმეზობლური ურთიერთობებიდან გამომდინარე, მხარეები იხელმძღვანელებენ სტრატეგიული პარტნიორობით და ეს პროცესი სწრაფად მოგვცემს შედეგს" - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.
საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის სხდომა ბაქოში 23-24 მაისს გაიმართება.