23-05-2019
რამდენიმე კვირაში ორი ხალი პარტია იქმნება. ერთს- ეკა ბესელია აფუძნებს, მეორეს - დავით ჭიჭინაძე.
ნებისმიერ ფორმას, რომელიც არის ინსტრუმენტი, ამ მიზნის მისაღწევად, ბუნებრივია ამას განვიხილავ და შესაბამისად პოლიტიკური პარტიაც, რომელიც აუცილებელი ინსტრუმენტია იმისთვის, რომ ქვეყანაში არჩევნების გზით მოხდეს ცვლილებები, ეს არის რეალისტური.
საკმაოდ ბევრი ადამიანი აღმოჩნდა, ვინც არასოდეს ყოფილა პოლიტიკაში, მაგრამ თავის პროფესიაში არის წარმატებული და საინტერესო, ასეთი პროფესიული წარმომადგენლობა მე მგონი იქნება ძალიან საინტერესო ერთობის საფუძველი, რაც შეეხება საზოგადოებრივ მოძრაობას „დაიცავი საქართველო“ ამ მოძრაობის პოლიტიკურ მოძრაობად გადაკეთებას არ აპირებენ. არავითარი მესამე ძალა, ეს იქნება ალტერნატიული ძალა, რომელიც შეცვლის ხელისუფლებას“ - ამბობს ბესელია.
ეკა ბესელია ყოფილ მაღალ თანამდებობის პირებთან საუბარს არ გამორიცხავს. მისი თქმით, დაელაპარაკეა ყველას, ვისთვისაც იდეა და მიზანი იქნება ღირებული, და ვისზე დაყტდნობაც იქნება შესაძლებელი.