23-05-2019
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, 9 წლის დაჩი გულუა საკუთარ კაბინეტში მიიღო.
დაჩიმ მინისტრს წერილი მისწერა, რომელშიც მას საგზაო ნიშნებზე ქალის ფიგურების დატანას სთხოვდა.
"ბატონო გიორგი, მე ვარ დაჩი გულუა, 9 წლის. შევამჩნიე, რომ ყველა საგზაო ნიშანზე კაცის ფიგურაა გამოსახული. ვფიქრობ, რომ ეს ქალების შეუმჩნეველი დაჩაგვრაა. ქალაქში ფეხითაც და მანქანითაც ქალები და კაცები ერთნაირად დადიან, ამიტომ გთხოვთ საგზაო ნიშნებზე ქალის ფიგურაც გამოსახოთ", - ნათქვამი იყო დაჩის წერილში.
9 წლის ბიჭის დედა, ნათია ანასტადიანი, დაჩისა და გიორგი გახარიას შეხვედრის შესახებ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს.
"ძალიან საქმიანი და პროდუქტიული შეხვედრა გამოვიდა! დაჩი კმაყოფილია", - წერს ნათია ანასტადიანი.