გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრი: მთაწმინდაში დანიშნული მეორე ტური არის დემოკრატიულობის გამოხატულება

23-05-2019

მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაშიაში მინისტრთა სხდომის დაწყებამდე ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.


პრემიერმა შუალედური არჩევნები შეაჯამა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების პირობებში კიდევ ერთი სამართლიანი არჩევნები ვიხილეთ.


„მინდა, პირველ რიგში, გამოვეხმაურო შუალედურ არჩევნებს. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩატარდა კიდევ ერთი დემოკრატიული არჩევნები, თავისუფალ გარემოში. მას ესწრებოდნენ სადამკვირებლო მისიები. თავისუფალი არჩევანი არის ჩევენი პოლიტიკური გუნდის მთავარი მონაპოვარი, რასაც განსაკუითრებით ვუფრთხილდებით“ - განაცხადა ბახტაძემ.


პრემიერის თქმით, მთაწმინდაში დანიშნული მეორე ტური არის დემოკრატიულობის გამოხატულება.


„ყველა ოლქში პირველივე ტურში გაიმარჯვა ჩვენ მიერ წარმოდგენილმა კანდიდატებმა. რაც შეეხება მთაწმინდას, აქ გვაქვს ჩვენ მეორე ტური, რაც ბუნებრივია, არის კიდევ ერთი გამოვლინება დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების. დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტური ჩაივლის ისეთივე რეჟიმში, როგორიც იყო პირველი ტური, მშვიდობიანად, უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების დაცვით“ - აღნიშნა პრემიერმა.


ბახტაძის თქმით, ოპოზიციური ძალების მცდელობებმა, არეულობა მოეხდინათ, ვერ შეცვალა არჩევნები შედეგი.


„მიუხედავად იმისა, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები ცდილობდნენ შეეტენათ დისონანსი ამ პროცესში, მათ ეს არ გამოუვიდათ“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930