გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: რამდნიმე წლის წინ სოფელი მუცო იყო განადგურების პირას. ჩვენ შევძელით და შევინარჩუნეთ ეს უნიკალური საგანძური

23-05-2019

პრემიერ- მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროკომისიამ და ევროპა ნოსტრამ ციხე-სოფელ მუცოს რეაბილიტაციის პროექტს ევროპული მემკვიდრეობის პრიზი მიანიჭა.


მისი თქმით, ეს დიდი გამარჯვებაა.


"მსურს საზოგადოებას ძალიან კარგი ინფორმაცია მივაწოდო, რომ ევროკომისიამ და ევროპა ნოსტრამ ციხე-სოფელ მუცოს რეაბილიტაციის პროექტს ევროპული მემკვიდრეობის პრიზი, ევროპა ნოსტრას ჯილდო მიანიჭა. ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება. მინდა ყველას შევახსენო, რომ რამდნიმე წლის წინ სოფელი მუცო იყო განადგურების პირას. ჩვენ შევძელით და შევინარჩუნეთ ეს უნიკალური საგანძური", - განაცხადა პრემიერმა.


ბახტაძემ მადლობა გადაუხადა ფონდ "ქართუს".


"მინდა მანდლობა გაავუხადო ფონდ "ქართუსაც" მხარდაჭერისთვის.


ჩვენ კიდევ ერთხელ ევროპელებს ვაჩვენეთ, რომ საქართველოში არის უნიკალური ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, ამ შემთხვევაში, სოფელი მუცო. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მუცოს გადარჩენაში თავისი წვლილი შეიტანა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031