გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სიონის საკათედრო ტაძარში აფხაზეთის დღესა და სვიმონ კანანელის ხსენების დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღევლინა

23-05-2019

მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენებისა და აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძარში დეკანოზმა მაქსიმე ჭანტურიამ პარაკლისი აღავლინა.

ტაძარში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი გოგი ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და დევნილი საზოგადოება იმყოფებოდნენ.
23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აფხაზეთის დღედ დადგინდა. 

2014 წლიდან 23 მაისს ყოველწლიურად აფხაზეთის დღე აღინიშნება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031