გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: ექსპორტის მაჩვენებელი არის ისტორიულ მაქსიმუმზე, ტურიზმის ციფრები არის ძალიან კარგი

23-05-2019

პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ, მთავრობის სხდომის დაწყებამდე ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტების

კითხვებს უპასუხა.


ბახტაძე შეეხო ეკონომიკის საკითხებთსაც და აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკაზე მეზობელი ქვეყნების დიდი ეკონომიკა გავლენას ახდენს.


"მე ბუნებრივია მაქვს ანალიტიკური მონაცემები ლარის კურსთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს მცირე ზომის ეკონომიკა და ბუნებრივია ჩვენი მეზობელი დიდი ქვეყნები თავიანთი დიდი ეკონომიკით ახდენენ გავლენას ლარის კურსზე და ზოაგადად მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე საქართველოში" - აღნიშნა პრემიერმა.

ბახტაძის თქმით, ყველა ფაქტორი საქართველოში არის მდგრადი და ერთადერთი მიზეზი, ლარის გაუფასურების, უცხოური გავლენაა.


"ექსპორტის მაჩვენებელი არის ისტორიულ მაქსიმუმზე, ტურიზმის ციფრები არის ძალიან კარგი, მიმდინარობს ის აქტიური პროექტი, რასაც ჰქვია სავაჭრო დეფიციტის შემცირება. აქედან გამომდინარე ყველა ფუნდამეტური ფაქტორი არის ძალიან მდგრადი. მაგრამ, რა თქმა უნდა, იმ მოვლენებმა, რომლებსაც აქვს ადგილი თურქულ ეკონომიკაში, ბუნებრივია თავისი გავლენა იქოონია. თუმცა იმ ფაქტორებიდან გამომდინარე, რაც მე დაგისახელეთ, ამავე დროს იქიდან გამომდინარე, რომ ეროვნული ბანკის რეზერვები არის ძალიან მასშტაბური და მყარი, შეფასება არის ერთმნიშვნელოვანი, რომ ეს არის ძალიან მოკლევადიანი ასახვა", - განაცხადა პრემიერმა.


ბახტაძის თქმით, ასეთ საკითხებს სისტემური მიდგომა სჭირდება.


"ზოგადად ასეთ საკითხს უნდა ვუყუროთ სისტემური გადაწყვეტის პრიზმიდან. ჩვენი ეკონომიკა არუნდა იყოს ადვილად მოწყვლადი. საქართველო არსებობს იმ რეგიონში სადაც, ყოველთვის იქნება გარკვეული ტიპის რისკების ან მცირე შოკების საფრთხე. ჩვენ რომ ეს განვახორციელოთ, დავიწყეთ ლარიზაციის გეგმა, რომ რაც შეიძლება ნაკლებად იყოს დამოკიდებული საქართველოს მოქალაქე გაცვლით კურსზე. იყო საქართველოში პერიოდი, როცა დოლარიზაციის მაჩვენებლეი იყო უმაღლეს წეტილში, რაც უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგია," - აღნიშნა პრემიერმა.


მისი თქმით, გრძელვადიანი პერსპექტივა დასახულია.


"აქედან გამომდინარე, ორიენტირება ექპორტზე, მომსახურების სექტორზე, ტურიზმზე, იმპორტის ჩანაცველაბაზე, და რაც მთავარია, ლარიზაციაზე არის ერთადერთი გარანტი გრძელვადიან პერსპექტიაში, იმისთის რომ საქართველო არ იყოს ასეთი მოწყვლადი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მეზობელი ქვეყნების ეკონომიკების გავლენაზე. ეს არის სწორედ მიზეზი, რატომაც ვცდილობთ ვიყოთ ორიენტირებულები ევროკავშირის ბზარზე და სხვა შორეულ ბაზრებზე, როგორიცაა ჩინეთი", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ბახტაძის თქმით, დასკვა არის მარტივი, რომ ეს არის მოკლევადიანი ეფექტი.


პრემიერის განცხადებით, მოკლევადიანი პერსპექტივების დროს შეიძლება ადგილი ჰქონდეს არასწორ სპეკულაციას.


"თითოეულ ქვეყანას, თითოეულ მეზობელს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და მათ ეკონომიკაში არსებული სიტუაცია ახდენს გავლენას ჩვენს შიდა ეკონომიკაზე. მოკლე ვადაში შეიძლება ჰქონდეს ადგილი არასწორ სპეკულაციას ან არაჯანსაღ პროცესს და ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ეროვნული ბანკის ვალდებულება არის და ის იმოქმედებს იმ რეჟიმში, როგორც უნდა იმოქმედოს ეროვნულმა ბანკმა", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა ბრიფინგზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031