გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ 16 წლის დედას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

23-05-2019

გორის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც 7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ 16 წლის დედას აღკვეთის მღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.


აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომის ეტაპი 28 ივნისიდან დაიწყება.


პროკურორის, ნანა გუგუტიშვილის თქმით, ბრალდებულმა გამოძიებას მომხდარის შესახებ  გარკვეული ინფორმაცია დაკავებისას მიაწოდა.


"მან დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და ისარგებლა კანონით მინიჭებული დუმილის  უფლებით. ბრალდებულმა დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაცია საგამოძიებო უწყებას მიაწოდა. წინასასამართლო სხდომა კანონით დადგენილ ვადაში განისაზღვრა", - განაცხადა პროკურორმა.


დაკავებულის ადვოკატის, ქეთევან გაგოევის განმარტებით, დაკავებულმა დუმილის უფლება გამოიყენა, თუმცა ეს არ ნიშნავს აღიარებას.


"დაკავებულს განსხვავებული პოზიცია არ ჰქონია. დავეთანხმეთ გადაწყვეტილებას, რომ ამ ეტაპზე იგი დარჩეს პატიმრობაში", - განაცხადა ქეთევან გაგოევმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031