გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დოდო გუგეშაშვილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

8-02-2018

თადარიგის პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა.

იგი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

როგორც ღუდუშაურის კლინიკის ექიმი ნიკა ქარცივაძე აცხადებს, პაციენტის მდგომარეობა უცვლელია და რაიმე გართულება არ ყოფილა.

„მდგომარეობა რჩება კვლავ სტაბილურად მძიმე. ხელოვნურ სუნთქვაზეა პაციენტი, საძილე პრეპარატების გავლენის ქვეშ. ვიტალური მაჩვენებლები სტაბილურია. დღევანდელი დღისთვის რაიმე გართულებას ან ახალ პრობლემას ადგილი არ ქონია. გრძელდება მკურნალობა“- განაცხადა ექიმმა.

შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილს, რომელიც მის ოჯახზე თავდასხმის შედეგად გუშინ დაჭრეს,  გულის არეში გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა, რის გამოც ოპერაცია ჩაუტარდა.

შემთხვევის დროს მოკლეს მისი 33 წლის შვილი ნოდარ გუგეშაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930