გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
26 მაისს Tbilisi Newcomers 2019-ის დასკვნითი კონცერტი რუსთაველის გამზირზე გაიმართება

24-05-2019

დედაქალაქის მერია 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სხვადასხვა ღონისძიებას წარმოადგენს. 


რუსთაველის გამზირზე დაგეგმილია როგორც სადღესასწაულო, შემეცნებითი და გასართობი პროგრამები, ასევე - მრავალფეროვანი აქტივობები, გამოფენები და კონცერტები.


თბილისის მერიის ორგანიზებით, მთელი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება ინსტალაციები, საგამოფენო პავილიონები, საინფორმაციო სტენდები და კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეები. 


მათ შორის, 15:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე საკონცერტო პროგრამა Tbilisi Newcomers, ხოლო 10:00 საათზე თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტი ჩატარდება.


ასევე გამოფენილი იქნება სტენდები „ქალები საქართველოდან“, თბილისის ისტორიული სამისამართე აბრები და ა.შ.


დამოუკიდებლობის დღისამდი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში თავისუფლების მოედანზე 17:10 საათზე “ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას” შესრულდება, რომელშიც მონაწილეობას ანსამბლები „შვიდკაცა” და “მძლევარი” მიიღებენ.


დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები: 



საბავშვო გასართობი და შემეცნებითი პროგრამა - 10:00-19:00 საათი

• ილუზიონისტების შოუ;

• წყლის ბუშტების შოუ;

• ჯამბაზების შოუ;

 • საცირკო სანახაობა; 

• ზღაპრის გმირები; 

• სახის მოხატვა;

• პროექტი „მოძრავი პლანეტარიუმი".


საბავშვო საკონცერტო პროგრამა - 12:00-17:30 საათი

• "მეკო სტუდიის"კონცერტი;

• "ბასტი ბუბუს" კონცერტი;

• "ანა-ბანას" კონცერტი; 

• სტუდია "ჟოზეს" წარმოდგენა;

• ვაჟთა ანსამბლების წარმოდგენა - 17:10 საათი


სხვადასხვა აქტივობა - 12:00 -18:00 საათი

• მსვლელობა/პერფომანსი "დროში მოგზაური ორკესტრი"

 • დიდი თოჯინა "მაღალი აბელა";

• მხატვარ ქეთი დავლიანიძის მასტერკლასი;

• "Street Art" მარი კახურიშვილთან ერთად.


საკონცერტო პროგრამა:

• თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი 10:00 – 10:40 საათი 

• Tbilisi Newcomers - 15:00-19:00 საათი


ბიზნეს აქსელერატორი „სპარკი“ - 10:00-19:00 საათი
ინსტალაციები, საგამოფენო პავილიონები, საინფორმაციო სტენდები და კულტურულ- საგანმანათლებლო სივრცეები - 10:00-20:00:
• ინსტალაცია - "26 მაისი";• ბუშტების ინსტალაცია - 17:10;

• ორიგამის ინსტალაცია;

• შუშის ინსტალაცია - "ფერადი კედელი";

• შუშის ინსტალაცია - "ლამპიონი";

• გამოფენა - "თბილისის ისტორია";


საინფორმაციო სტენდები და საგამოფენო სტენდები: 
• „იცით თუ არა რომ“
• „ჩვენი დროის ადამიანები”
• „ქალები საქართველოდან”
• თბილისის ისტორიული სამისამართე აბრები
• „ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას“ - 17:10 საათი



26 მაისი - ეს დღე ჩვენია!

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930