გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი

24-05-2019

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქალაქ ოზურგეთში არაერთ აქტივობას გაიმართავს. ღონისძიებები კონცეფცია ცოდნის გაზიარება და მისი მნიშვნელობა იქნება.


ქალაქ ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე მისულ სტუმრებს, 10:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე, შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ საქართველოს რეგიონებისთვის დამახასიათებელ კულინარიულ მრავალფეროვნებასა და ტრადიციებს, ხალხური რეწვის ნიმუშებს, გარემოს დაცვის სფეროში გამორჩეული და წარმატებული ადამიანების ბიოგრაფიულ მონაცემებს.


ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება ქართული ღვინის გამოფენა-გაყიდვა, ბავშვებისთვის მოეწყობა გასართობი სივრცეები, სადაც სპორტული შეჯიბრებები, მხიარული ვიქტორინები და შემეცნებითი თამაშები ჩატარდება.


საზეიმო ღონისძიებას განსაკუთრებულ ხიბლს შესძენს ნიკო ფიროსმანის ტილოების მიხედვით გაცოცხლებული პერსონაჟები, ცოცხალი ყვავილებით შექმნილი პანო და ფოტოგადაღების კუთხე "გახდი ფიროსმანის მაგიდის სტუმარი".


12:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, ფოლკლორის ფესტივალი გაიმართება.


14:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე ღონისძიების სტუმრების განწყობაზე არაერთი ანსამბლი და მუსიკალური ჯგუფი იზრუნებს.


17:10 სთ-ზე, ქალაქ ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე, ისევე როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, საქართველოს ეროვნულ ჰიმნს ანსამბლი "ერისიონი" შეასრულებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031