გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერვიუ
„პუტინს საქართველოში საშინელი ბავშვობა ჰქონდა“-ინტერვიუ პოლონელ ჟურნალისტთან

8-02-2018

ბელარუსული დამოუკიდებელი ტელეკომპანია «БелСат TV»-ის პროგრამა «ПроСвет»-ის წამყვანი სერგეი პელესი 6 თებერვალს პოლონელ ჟურნალისტს ქრისტინა კურჩაბ-რედლიხს ესაუბრა, რომელიც საკმაოდ ბევრი წიგნისა და დოკუმენტრი ფილმის ავტორია რუსეთისა და ჩეჩნეთის შესახებ. აქვე ვიტყვით, რომ ტელეარხი «БелСат TV» მაუწყებლობს პოლონეთის ტერიტორიიდან, მისი გადაცემები ბელარუსში აკრძალულია.


ქრისტინა კურჩაბ-რედლიხი რუსეთში 1990 წლიდან 2004 წლამდე ცხოვრობდა და მუშაობდა. მას რუსეთში „პოლონელ ანა პოლიტკოვსკაიას“ უწოდებენ. ამას წინათ მან გამოაქვეყნა ახალი წიგნი სახელწოდებით „ვოვა. ვალოდია. ვლადიმერი: პუტინის რუსეთის საიდუმლოებანი“. ტელესტუდიაში იგი რუსეთის პრეზიდენტის ბიოგრაფიული მომენტების შესახებაც საუბრობს.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:


- თქვენი წიგნის დასახელებაში სიტყვა“ საიდუმლო“ ფიგურირებს. რაში გამოიხატება ვლადიმერ პუტინის მთავარი საიდუმლო? იქნებ მის წარმომავლობაში?


- ჩემთვის ვლადიმერ პუტინის მთავარი საიდუმლო ისაა, თუ რატომაა იგი ასეთი. რაც რუსეთის პრეზიდენტს გაუკეთებია და ახლა აკეთებს, ეს ყველასთვის ცნობილია, მაგრამ დროთა განმავლობაში რუსები ბევრ ფაქტს ივიწყებენ - „კურსკის“ ან ჩეჩნეთის შესახებ. იგი ულმობელი ადამიანია, მაგრამ რატომ აქვს ასეთი ხასიათი? მე გადავწყვიტე მისი ბავშვობის ისტორიაში ჩამეხედა და მართლაც დავწმუნდი, რომ მას საშინელი ბავშვობა ჰქონდა.. იმიტომ, რომ მას არც ის დედა და არც ის მამა არ ჰყოლია, რაც ოფიციალურად იწერება, იგი არც ლენინგრადში არ დაბადებულა და არც იმ წელს, როგორც ეს ოფიციალურ ბიოგრაფიაშია აღნიშნული. მოკლედ, ის, რასაც მის ბიოგრაფიაში ვკითხულობ, ყველაფერი სიცრუეა. ვლადიმერ პუტინი ურალშია დაბადებული, სოფელ ოჩერში.


- და ვინ იყო მამამისი? ოჯახი მიატოვა და გაიქცა?


- დედამისი, ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ, პრაქტიკის გასავლელად წავიდა და ამ დროს ერთი მამაკაცი გაიცნო. ბავშვის დაბადების შემდეგ ქალმა გაიგო, რომ თურმე ცოლიან კაცთან ჰქონია ურთიერთობა, იგი მიატოვა, ბავშვი თავის მშობლებს დაუტოვა და შუა აზიაში გაემგზავრა, სადაც ერთ ქართველ კაცს დაუახლოვდა. ქალმა არაფერი იცოდა ქართველების ფანტაზიის შესახებ: იგი უყვებოდა, რომ ძალიან მდიდარი იყო და საერთოდ, ცხოვრებას ლამაზად მოაწყობდნენ. ქალს ქართველი შეუყვარდა, შეუღლდნენ და საქართველოში წავიდნენ. იქ კი აღმოჩნდა, რომ ქმრის სახლს თურმე იატაკიც არ ჰქონდა. ქალმა მაინც სთხოვა თავის მშობლებს, რომ ვოვკა საქართველოში ჩაეყვანათ. მართლაც ასე მოხდა, მაგრამ ბიჭუნასათვის ნამდვილი ჯოჯოხეთი დაიწყო. ცხადია, თავდაპირველად, სანამ იგი პატარა ცისფერთვალება ბიჭი იყო, საქმე კარგად მიდიოდა, მაგრამ შემდეგ, როცა მის მამინაცვალს შვილები შეეძინა, იგი მან თანდათან შეიძულა. კავკასიაში, მოგეხსენებათ, უკანონო შვილის („ნაბიჭვრის“) ყოლა კოშმარია. ვოვას არამარტო საკუთარი თავის, არამედ დედის დაცვაც მოუწია. სწორედ მაშინ შეისწავლა მან სამბოს ჭიდაობის ილეთები. მოკლედ, პუტინს ძალიან მძიმე ბავშვობა ჰქონდა. მოგვიანებით იგი ბებია-ბაბუასთან გაგზავნეს, ურალში, რომლებმაც ვოვა ლენინგრადში მცხოვრებ ნათესავს პაკეტივით გადასცეს. მათ საკუთარი შვილები ომის დროს დაკარგეს და ვოვა „იშვილეს“.


- ესე იგი, ვლადიმერ პუტინს მამა პრაქტიკულად არ ჰყოლია, სამაგიეროდ, ჰყავდა ორი მამინაცვალი - ქართველი და რუსი...

- დიახ, რომლებიც მას სასტიკად სცემდნენ და აშიმშილებდნენ...



წყარო: «БелСат TV» (პოლონეთი//ბელარუსი)

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930