გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბიშვილი: მიუხედავად 2008 წლის ომისა და მიმდინარე ოკუპაციისა, ჩვენ ვაგრძელებთ ქვეყნის მშვიდობიან, ეკონომიკურ, დემოკრატიულ განვითარებას

25-05-2019

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში არარეზიდენტი ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა.


საქართველოს პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცეს: ომანის სასულთნოს, ტაილანდის სამეფოს, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის, პერუს რესპუბლიკის, ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის, მალაიზიის, კორეის რესპუბლიკის, ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის, ტაჯიკეთის რესპუბლიკის, ფილიპინების რესპუბლიკის არარეზიდენტმა ელჩებმა. საქართველოს პრეზიდენტმა ელჩებს მიმართა, საქართველოს ოკუპაციის შესახებ ისაუბრა და საოკუპაციო ხაზის მონახულებისაკენ მოუწოდა.


,,არსებითი საკითხი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობაა.თქვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. საოკუპაციო ხაზი ძალიან სერიოზული საკითხია. დავაფასებთ თუ თქვენ ახლა, ან შემდეგში შეძლებთ ნახოთ როგორ გამოიყურება საოკუპაციო ხაზი, რამდენად ახლოსაა ის ქვეყნის დედაქალაქთან და რას ნიშნავს ის.


მიუხედავად ოკუპაციისა, 2008 წლის ომისა და მიმდინარე ოკუპაციისა ჩვენ ვაგრძელებთ ქვეყნის მშვიდობიან, ეკონომიკურ, დემოკრატიულ განვითარებას, ჩვენს გზას ნატოსა და ევროკავშირისკენ, რომელიც უცვლელია და ჩვენი მთავარი ორიენტირი და მთავარი გზაა.ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ხელისუფლებისთვის, არამედ მოსახლეობისთვის, რომლებიც საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ცხოვრობს.


ამდენად, არაღიარების პოლიტიკა უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის. ჩვენს ამ არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვან მხარდამჭერებად ჩვენ ჩვენს პარტნიორებს მივიჩნევთ, გვსურს, რომ იყვნენ გაეროში ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ“ რეზოლუციის მხარდამჭერები, მხარი დაგვიჭირონ ამ მშვიდობიანი განვითარების გზაზე, რომელიც დამოუკიდებელმა საქართველომ აირჩია“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.


​რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა არარეზიდენტ ელჩებს არაფორმალურ გარემოში უმასპინძლა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031