გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები უცხოელმა სპეციალისტებმა შეაფასეს

25-05-2019

ავსტრალიელი და ახალი ზელანდიელი სპეციალისტები აზიური ფაროსანას საწინაღმდეგო ღონისძიებებს ამჯერად გურიის რეგიონში ეცნობიან.


სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ უცხოელ სტუმრებს რეგიონში არსებული ვითარება გააცნო და დაათვალიერებინა სპეციალიზებული ტექნიკა, რომელიც მავნებელთან საბრძოლველად არის მობილიზებული.


ავსტრალიელი და ახალი ზელანდიელი სპეციალისტები გურიის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდნენ, იმყოფებოდნენ[U1] ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებშიც, სადაც მონიტორინგის შედეგებსა და მავნებლთან ბრძოლის სხვადასხვა მეთოდს გაეცნენ.


მათი შეფასებით, ქართული მხარის მიერ მავნებლის წინააღმდეგ გამოყენებული მეთოდები ეფექტიანია და საქართველოს გამოცდილებას ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში აქტიურად გააზიარებენ.


„შთამბეჭდავია თანამედროვე და უახლესი ტექნოლოგიის ხილვა. ვნახეთ მექანიკური პროცედურები ღონისძიებების მიმდინარეობისას და შემიძლია ვთქვა, თქვენ მიერ გამოყენებული ტექნოლოგია ნამდვილად ეფექტიანია. ეს თანამედროვე ტექნიკა არის სრულიად განსხვავებული და ჩვენ დეტალურად გავეცნობით, როგორ გამოიყენება ის ღონისძიებების პროცესში“, - განაცხადა ახალი ზელანდიის ბიოუსაფრთხოების რეაგირების სამსახურის მენეჯერმა, ქეთრინ დათმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031