25-05-2019
საქართველოს დამოუკიდებლობის 101 წლისთავთან დაკავშირებით პენსილვანიაში საქართველოს დროშა აღმართეს.
ღონისძიებაზე ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ჰიმნები შესრულდა.
დროშის აღმართვის ცერემონიას ქართული დიპლომატიური კორპუსისა და აშშ-ს მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიება საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ტატო ოქრუაშვილისა და პენსილვანიაში ქართული კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. პროექტის მხარდამჭერია ფილადელფიის მერია.