25-05-2019
დიდ დიღომში, პეტრე იბერის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა. მცირეწლოვანი ადგილზევე გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული.
ანალოგიური შემთხვევა მოხდა თემქაზეც. 4 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა. მცირეწლოვანი გადარჩა და გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერ ცნობილი არაა.