25-05-2019
ზუგდიდი-თბილისის რკინიგზის ცენტრალურ ლიანდაგზე მატარებლის მოძრაობა რამდენიმე წუთი შეფერხებული იყო.
ამის მიზეზი ძლიერი ქარი გახდა, რომელმაც ხე მოგლიჯა. ხე ელექტროგადამცემ ბოძს დაეცა და მატარებლის მოძრაობა შეფერხდა.
ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული. ადგილზე იმყოფება ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია.
ამ დროისათვის სარკინიგზო მოძრაობა აღდგენილია.